ირაკლი კობახიძე

4 Sep. 2024, 12:38

რაც შეეხება სიტყვა "კოშმარს", მას სიტყვა გაექცა რეალურად — არ შეიძლება ერთი აგენტი საუბრობდეს ზუსტად იგივე სიტყვებით, როგორც საუბრობენ სხვა აგენტები.

"კოშმარი" არის აგენტების ტერმინი და სწორედ აგენტები იყენებენ ამ ტერმინს ქართული ოცნების მიმართ.

მე არ ვურჩევდი სალომე ზურაბიშვილს, რომ მომავალში ზუსტად იმ იდენტური ტერმინებით ისაუბროს, როგორც სხვა აგენტები საუბრობენ — ამით ის შიფრავს დამატებით საკუთარ როლს.

სალომე ზურაბიშვილი არ არის საქართველოს პრეზიდენტი - მან თავადვე აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია, როცა მას მიმართა სარჩელით და ეს არის ის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც დაადგინა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის არალეგიტიმური პრეზიდენტი, ის არის კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი.

ერთადერთი რის ხარჯზეც სალომე ზურაბიშვილი ფორმალურად ინარჩუნებს პრეზიდენტის თანამდებობას არის ნაცმოძრაობის მხარდაჭერა — ნაცმოძრაობის ხმების ხარჯზე დარჩა ის პრეზიდენტის თანამდებობაზე.

შესაბამისად, მას შემდეგ სალომე ზურაბიშვილი არის არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ ნაცმოძრაობის პრეზიდენტი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  4. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
  5. BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი: ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე დეზინფორმაცია ვრცელდება

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ…