საფრანგეთის სასამართლომ Telegram-ის დამფუძნებელს პატიმრობა კიდევ 48 საათით გაუხანგრძლივა
ფოტო: Hindustan Times
სოციალური მედია პლატფორმა Telegram-ის დამფუძნებელი, 39 წლის პაველ დუროვი 25 აგვისტოს, პარიზის აეროპორტში დააპატიმრეს. BBC-ის ინფორმაციით, დუროვი მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი კერძო თვითმფრინავი ლე ბურჟეს აეროპორტში დაეშვა.
25 აგვისტოს, საფრანგეთის სასამართლომ Telegram-ის დამფუძნებელს, პაველ დუროვს პატიმრობა კიდევ 48 საათით გაუხანგრძლივა. ამის შესახებ AFP იუწყება.
პაველ დუროვი რუსეთში დაიბადა და დუბაიში ცხოვრობს. მას არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. მას ბრალი ედება ნარკოტიკების რეალიზაციაში, პედოფილიასთან დაკავშირებული მასალის გავრცელებასა და თაღლითობაში.
Telegram სოციალური ქსელია, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დაცულ მიმოწერის საშუალებად ითლება მსოფლიოში. თუმცა, დუროვის დაკავების შემდეგ რუსმა მაღალჩინოსნებმა Telegram-ში სამსახურეობრივი მიმოწერის წაშლის განკარგულება მიიღეს.
ამ განცხადებას კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანიც გამოეხმაურა.
"რა არის მთავარი დუროვის ისტორიაში? ისინი, ვინც მიეჩვია Telegram-ში მგრძნობიარე საუბრებს/მიმოწერას, ახლავე უნდა წაშალონ და მეორედ ასე აღარ მოიქცნენ. ის (დუროვი) დაიჭირეს, რომ გამოართვან “გასაღები“, რომლის მიცემაც აუცილებლად მოუწევს", — წერს სიმონიანი.
კრემლის პროპაგანდისტებს შორის კომენტარი რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, უშიშროების საბჭოს მოადგილემ — დმიტრი მედვედევმაც გააკეთა.
"ოდესღაც, დიდი ხნის წინ, დუროვს ვკითხე, რატომ არ უნდა სამართალდამცავებთან თანამშრომლობა. "ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა", — მითხრა მან. "მაშინ ყველა ქვეყანაში გექნება სერიოზული პრობლემები", — ვუპასუხე მე. ჩათვალა, რომ ყველაზე დიდი პრობლემები რუსეთში შეექმნებოდა და გაიქცა. უნდოდა "მსოფლიოს მოქალაქე" ყოფილიყო, რომელიც სამშობლოს გარეშე ცხოვრობს. შეცდომა დაუშვა. უნდა მიხვდეს, რომ სამშობლოს, ისევე, როგორც დროებას, არ ირჩევენ", — წერს მედვედევი.
რუსეთის ფედერაციის ომბუდსმენის, ტატიანა მოსკალკოვას თქმით, დუროვის დაკავების რეალური მიზეზი Telegram-ის დახურვის მცდელობაა.
"სრულიად ნათელია, რომ პაველ დუროვის დაკავების რეალური მიზეზი Telegram-ის დახურვის მცდელობაა, ინტერნეტ პლატფორმისა, რომელზეც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ სიმართლის გაგებაა შესაძლებელი", — წერს მოსკალკოვა.
დუროვმა 2014 წელს დატოვა რუსეთი. მისი თქმით, წასვლის მიზეზი რუსეთის სპეცსამსახურის ზეწოლა გახდა, რომლებიც მას ევრომაიდნის მონაწილე უკრაინელი აქტივისტების პირადი მონაცემების მიღებას სთხოვდნენ. Telegram-ის აპლიკაცია რუსეთში 2018 წელს აიკრძალა, მას შემდეგ რაც დუროვმა უარი განაცხადა მომხმარებლის მონაცემების გადაცემაზე. აკრძალვა 2021 წელს გაუქმდა. თვითონ Telegram 2013 წელს გაჩნდა ბაზარზე. ის დუროვმა ძმასთან ერთად შექმნა.
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე: უცნაურია, როდესაც ასეთ დროს ევროკომისარი აშშ-სთან კონფლიქტისთვის საბაბს ეძებს კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე: უცნაურია, როდესაც ასეთ დროს ევროკომისარი აშშ-სთან კონფლიქტისთვის საბაბს ეძებს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანმა მეორე არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა შსს: არასრულწლოვანმა მეორე არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა
გადახედვა
-
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე Starlink-ის წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე Starlink-ის წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
თორნიკე რაზმაძე სახალხო დამცველს მის საქმესთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს თორნიკე რაზმაძე სახალხო დამცველს მის საქმესთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს
გადახედვა
-
აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები
-
"ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს? "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ქობულეთში სეს-მა რამდენიმე სასადლოსა და კაფეში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა ქობულეთში სეს-მა რამდენიმე სასადლოსა და კაფეში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
გადახედვა
-
შსს თორნიკე რაზმაძეს კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავება შსს თორნიკე რაზმაძეს კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავება
გადახედვა
-
ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ დაღესტანში პორტზე იერიში მიიტანა ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ დაღესტანში პორტზე იერიში მიიტანა
გადახედვა
-
Apple-მა ახალი ჭკვიანი საათები წარადგინა — როგორია Apple Watch Series 12 და Ultra 4 Apple-მა ახალი ჭკვიანი საათები წარადგინა — როგორია Apple Watch Series 12 და Ultra 4
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
-
ტრამპი სრულწლოვან ამერიკელებს არჩევნებში ხმების სანაცვლოდ $5 000-ს ჰპირდება ტრამპი სრულწლოვან ამერიკელებს არჩევნებში ხმების სანაცვლოდ $5 000-ს ჰპირდება
გადახედვა
-
მეცნიერებმა იურული პერიოდის ტყის ხმები აღადგინეს — მოუსმინეთ მეცნიერებმა იურული პერიოდის ტყის ხმები აღადგინეს — მოუსმინეთ
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩენ კაცებს მოუწოდებს წვერი დაიმოკლონ რამზან კადიროვი ჩეჩენ კაცებს მოუწოდებს წვერი დაიმოკლონ
გადახედვა
-
სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი
გადახედვა
-
ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა
გადახედვა
-
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
-
თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად
-
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაცია საქართველოს საზღვრიდან დაიწყება — აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაცია საქართველოს საზღვრიდან დაიწყება — აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი
გადახედვა
-
წიგნის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს წიგნის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს
გადახედვა
კომენტარები