ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

28 Jun. 2024, 16:37

სინამდვილეში, განსაკუთრებით ამ 2-3 წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ დაგვეცვა ამ ქვეყანაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეპუტაცია.

იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან აგვერიდებინა დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციის დაზიანება ქართული საზოგადოების თვალში, ვსაუბრობდით გლობალურ ომის პარტიაზე, რაც სიმართლეც არის ყველაფერთან ერთად. ერთი, რომ ეს გვაძლევდა ჩვენ დასავლურ ინსტიტუტებზე დარტყმის თავიდან აცილების საშუალებას და მეორე, სიმართლეც ეს არის.

სინამდვილეში, ყველა ეს განცხადება, ყველა ეს ნაბიჯი იდგმებოდა არა ამერიკული და ევროპული ინსტიტუტების მხრიდან, არამედ ე.წ გლობალური ომის პარტიის მხრიდან, რომელსაც სამწუხაროდ სერიოზული გავლენა აქვს ოფიციალურ სტრუქტურებზე როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით.

იმისთვის, რომ საზოგადოებას არ შეჰქმნოდა არასწორი წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ გვერჩის ევროკავშირი, ან გვერჩის ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენ ვსაუბრობდით გლობალურ ომის პარტიაზე. სინამდვილეში, სიმართლე არის სხვაგან.

არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს არსებითი გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე ერთი და მეორე მიმართულებით. ევროკავშირსაც და აშშ-საც სჭირდება დეოლიგარქიზაცია და იმედი მაქვს, პროცესები ამ მიმართულებით წარიმართება, შესაბამისად, შემცირდება ზეწოლა საქართველოზე.

ჩვენი თითოეული გზავნილი მიმართული იყო სწორედ იქით, რომ მაქსიმალურად გავფრთხილებოდით დასავლეთის იმიჯს საქართველოში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  4. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
  5. BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ტყის მცველი, ვეტერინარი და ნაგავსაყრელის ოპერატორი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამ სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულზე სამი პირი…