საინფორმაციო პლატფორმა Dopomoga Ukraini ქართულ-უკრაინული პლატფორმის ნაწილი ხდება
ფოტო: DOPOMOGA.GE
საინფორმაციო პლატფორმა Dopomoga Ukraini მუშაობას ქართულ-უკრაინული პლატფორმის ფარგლებში გააგრძელებს, რის შესახებაც ორ ორგანიზაციას შორის მემორანდუმი უკვე გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში, 16 მარტიდან Dopomoga Ukraini თავის საკომუნიკაციო რესურსებს ინფორმაციის გასავრცელებლად გადასცემს ქართულ-უკრაინულ პლატფორმას.
საინფორმაციო რესურსების ინტეგრირებით, შენარჩუნდება უკრაინელი ლტოვილებისთვის ინფორმაციის სწრაფად და ეფექტურად გავრცელებისა და მათი მხარდაჭერის შესაძლებლობა. რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, საქართველოში 24,000-მდე უკრაინელი ლტოლვილია, რომელთაც მუდმივად სჭირდებათ დახმარება, ზუსტი ინფორმაციის მიწოდება, ადაპტაციისა და ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერა.
ქართულ-უკრაინული პლატფორმა არის საქართველოში უკრაინული თემის ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიების აღმოჩენას, შენახვასა და გაგრძელებას. მისი ამოცანაა საქართველოში უკრაინული სათემო ჯგუფებისა და უკრაინელ ბენეფიციარებთან მომუშავე ორგანიზაციების მხარდაჭერა უკრაინული თემის ინტეგრაციის და ქართულ-უკრაინული ურთიერთობების გასაძლიერებლად. სწორედ ამიტომ, Dopomoga Ukraini-ის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს საინფორმაციო პლატფორმის გაერთიანება, რათა უფრო ეფექტური გახდეს უკრაინელი ლტოლვილებისთვის ინტეგრაციის და მხარდაჭერის პროცესი.
საინფორმაციო პლატფორმა Dopomoga Ukraini ქართველი მოხალისეების მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ კვირაში, 2022 წლის 9 მარტს შეიქმნა, მას შემდეგ უწყვეტად მუშაობს და უკრაინელ ლტოლვილებს ყოველდღიურად განახლებულ და გადამოწმებულ ინფორმაციას აწვდის. პლატფორმა აერთიანებს ვებ-გვერდს, Instagram, Telegram და Facebook გვერდებსა და ჯგუფს და მისი მიზანი საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების საინფორმაციო მხარდაჭერაა.
ორი წლის მანძილზე Dopomoga Ukraini-ს გვერდებზე 1,500-მდე სიახლე გამოქვეყნდა, ვებ-გვერდის მომხმარებელთა რაოდენობამ 80,000-ს გადააჭარბა, 1,300-მდე უკრაინელმა პირადად მიიღო საინფორმაციო მხარდაჭერა, შეიქმნა პრაქტიკული გზამკვლევები და საინფორმაციო რგოლები სხვადასხვა მომსახურების მისაღებად. Dopomoga Ukraini საქართველოში მყოფ 37 უკრაინელ მეწარმესაც დაეხმარა და მათი პროდუქციის და სერვისების შესახებ ინფორმაცია და ვიდეორგოლები გამოაქვეყნა.
პლატფორმამ საზოგადოებას გააცნო გამორჩეული ისტორიები ქართველი მოხალისეების შესახებ, რომლებიც ომის დაწყების პირველივე დღიდან საქართველოში უკრაინელების დახმარებაში ჩაერთნენ. Dopomoga Ukraini-ს უწყვეტად მუშაობას ხელი შეუწყო USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამამ, ევროკავშირმა და ორგანიზაციამ People in Need.
-
ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა! ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა!
გადახედვა
-
naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს
გადახედვა
-
უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს" ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ
გადახედვა
-
პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება
-
EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს
გადახედვა
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა

კომენტარები