ირაკლი კობახიძე

14 Nov. 2023, 13:03

სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჩინეთის პრეზიდენტის შესახებ, პირდაპირ ვიტყვი, რომ იყო სამარცხვინო, რომლის გამოც მთავრობას ბოდიშის მოხდა მოუწია. ზურაბიშვილი ცდილობს, რომ რამენაირად დააზიანოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები. მას აქვს თვეები დარჩენილი უფლებამოსილების ამოწურვამდე და ცდილობს, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ეს თვეებიც დავალებების შესასრულებლად, იმ დავალებების შესასრულებლად, რომლებიც არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილს ამის საშუალება არ ექნება, ის რჩება ფორმალურ პრეზიდენტად, რაც უკვე ყველამ გაიგო, აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული. 

განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პრენალურ სხდომაზე. 11 ნოემბერს, სალომე ზურაბიშვილს LCI-ს ჟურნალისტმა ჰკითხა, იმედოვნებს თუ არა, რომ ოდესმე, ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინ პინი გასამართლდებიან. პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს ისტორიული შედეგი იქნებოდა, თუმცა, აღნიშნა, რომ ეს არარეალისტურად მიაჩნია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  4. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
  5. BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა

BTS-ის წევრმა V-მ ახლახან გაამჟღავნა, რომ უკვე ორ წელზე მეტია, სმენა დაუქვეითდა. ეს ინფორმაცია მომღერალმა ფანების…