ირაკლი კობახიძე

2 Nov. 2023, 13:37

ირაკლი ბერაიას გადადგომის მოთხოვნა არის აბსოლუტურად არასერიოზული. მან გამოხატა სინანული იმ განცხადების გამო, რომელიც მან გააკეთა პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ახლა არის ოპოზიციონერი დეპუტატების ჯერი. მათ აქვთ ბევრ რამეზე ბოდიში მოსახდელი უმრავლესობის წევრებისთვის. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ღირსება არ ეყოფათ ბოდიშის მოსახდელად. უბრალოდ, მათ არ აქვთ ღირსება, რომ ბოდიში მოიხადონ იმ უზრდელური განცხადებებისთვის, შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის, რომლებსაც აკეთებდნენ ჩვენი ოპოზიციონერები, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული და თვითონ აქუბარდიათი დამთავრებული. 

განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 31 ოქტომბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ქართული ოცნების დეპუტატებმა, ირაკლი ბერაიამ და ალუდა ღუდუშაურმა, შეურაცხმყოფელი, სექსისტური და ღირსების შემლახავი ლექსიკა გამოიყენეს პარლამენტში, დეპუტატების — თეონა აქუბარდიასა და ანა წითლიძის მიმართ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  4. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
  5. BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

NATO-ს გამანადგურებელმა რუმინეთის საჰაერო სივრცეში სავარაუდოდ რუსული დრონი ჩამოაგდო

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კვირას NATO-ს გამანადგურებელმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომელიც…