ნათია თურნავა

20 Sep. 2023, 12:52

კომერციულ სექტორს, რა თქმა უნდა, არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს, იმიტომ, რომ კომერციული სექტორი არის საქართველოს კომერციული სექტორი, ასევე, და ხელმძღვანელობს ჩვენი კანონმდებლობით. მაგრამ მინდა განვმარტო, პირველ რიგში, მე ჩემი დღევანდელი ბრიფინგი დავიწყე სწორედ იგივე წინადადებით, იგივე ინფორმაციით, რომ ჩვენც ცალსახად, ვასრულებთ და ვაგრძელებთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. სრულ უნისონში ვართ ჩვენ საქართველოს საფინანსო სექტორთან, საქართველოს კომერციულ ბანკებთან, ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საფინანსო სანქციებს და ზოგადად ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებებს. 

განაცხადა ნათია თურნავამ ბრიფინგზე. გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგინეს. საქართველოს ორმა უმსხვილესმა კომერციულმა ბანკმა, თიბისიმ და საქართველოს ბანკმა განაცხადეს, რომ გააგრძელებენ საერთაშორისო სანქციების დაცვას. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ