ნათია თურნავა

20 Sep. 2023, 12:29

ეს ცვლილება ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს. არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს. სხვადასხვა ინტერპრეტაციები გაჩნდა ამასთან დაკავშირებით. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა სანქცირებული საქართველოს მოქალაქის სახელს და გვარს. აქედან გამომდინარე, თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიებას რომელიმე კონკრეტული პირის დაცვას, ან სანქციებიდან თავის არიდებას, არის ამ გადაწყვეტილების პოლიტიზირების მცდელობა. 

ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული ინსტიტუცია, საქართველოს ეროვნული ბანკი ჩვენ ვასრულებთ და პატივს ვცემთ ყველა ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებას, მაგრამ ჩვენს ქმედებებში ვხელმძღვანელობთ და ამოვდივართ ჩვენი, საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს კანონმდებლობით. 

კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს გადაწყვეტილება არ არის მიმართული ვინმეს, დაუშვათ, დაცვისაკენ და კონკრეტული სახელების და გვარების დაცვის მიზნებისკენ. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც იცავს და დაიცავს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებს და ვიდრე მათ მიმართ არ შევა ძალაში გამამტყუნებელი განაჩენი, სანქციების აღსრულება, ამ ეტაპზე, იქნება შეჩერებული. 

განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ. გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგინეს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. $1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ქონების მოპარვისთვის ნიუ-იორკში 48 წლის ქართველი დააკავეს
  2. თამთა მიქელაძე: მოსკოვის მექანიზმის გამოყენება ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების კვალიფიკაცია მძიმე ავტორიტარული ქვეყნების რიგშია
  3. ირაკლი კუპრაძე: დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის ხელისუფლება ეცდება, ხელი შეუშალოს ეუთოს კომისიის მუშაობას და ეცდება, გაამარგინალიზოს და პროპაგანდა ჩართოს
  4. რას ნიშნავს "მოსკოვის მექანიზმი", რომელიც 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად გაააქტიურა?
  5. "რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ