თემურ მღებრიშვილი

11 Aug. 2023, 12:42

ამ დროისთვის 30-კილომეტრიან პერიმეტრზე გავდივართ მონიტორინგზე, თუმცა დღის ბოლომდე ან ხვალ დილიდან 54-კილომეტრიან პერიმეტრზე გავალთ. ეს არის უკვე ამბროლაურის ტერიტორია და ვეცდებით, მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს მონიტორინგი. 

[ცხედარი] წყალს არ გამოურიყია, ეს არის მონიტორინგის შედეგი. ეს არის 20 კილომეტრის მოშორებით სტიქიის ეპიცენტრიდან და ქვედა კიდური ნანახია 24 კილომეტრის მოშორებით სტიქიის ეპიცენტრიდან. აქ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია, მდინარე მეტ-ნაკლებად უკვე დაწერილია, შესაბამისად, გამოჩნდა რიონის კალაპოტში პატარა კუნძულები, სადაც არის მოგროვილი დიდი რაოდენობით ინერტული მასალა, მორები. ამ ყველაფრის გადამოწმების შედეგად მივიღეთ ეს შედეგი. ეს მონიტორინგი არ არის, რომ ერთხელ განხორციელდა და დავასრულეთ, იქნება იქამდე, სანამ ვაწარმოებთ სამუშოებს და ეს იქნება 54-კილომეტრიანი კილომეტრი. ერთი ცხედარია ნანახი და სხეულის ფრაგმენტი. [...]

22 ცხედარი შეგვიძლია, დადასტურებულად მოგახსენოთ და 11 დაკარგულ ადამიანზე მიდის საძიებო სამუშაოები. იდენტიფიცირებულზე ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ უფრო დაზუსტებულ ციფრს, რომ შეცდომაში არ შეგიყვანოთ.  


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ