ირაკლი კობახიძე

20 May. 2023, 15:16

დიდი ხნის განმავლობაში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები, ასევე ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვერ ბედავდნენ სანქციების დაწესებაზე საუბარს. პირიქით, აცხადებდნენ, რომ მათი მოთხოვნა არ იყო რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ძალიან მარტივად განიმარტა, რას გამოიწვევდა საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ეს იქნებოდა მინუს 10-დან მინუს 18 პროცენტამდე ეკონომიკის ვარდნა, რაც არის სრული კატასტროფა ქართული ეკონომიკისთვის. ახლა დაიწყეს საუბარი, რომ საქართველომ თურმე უნდა დაუწესოს სანქციები რუსეთის ფედერაციას, რაც ნიშნავს საკუთარი ხალხის, ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს დასჯას. ეს არის მარტივი რეალობა. ასეთ პირობებში როდესაც ითხოვ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ამის უკან დგას ერთადერთი მიზანი. ეს არის ქვეყანაში ვითარების დამძიმება, ეკონომიკური პრობლემების შექმნა. ამაზე აქვთ გათვლა, ამის საფუძველზე უნდათ ქაოსის შექმნა, არეულობის მოწყობა. იმედი აქვთ, ეს მიგვიყვანს მეორე ფრონტამდე. თუმცა, მათი ეს მცდელობა კიდევ ერთხელ იქნება წარუმატებელი. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა, სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ არც სანქციების გვერდის ავლა არ იქნება საქართველოში უზრუნველყოფილი. ამაზე ვართ პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე.

ირაკლი კობახიძის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მისი თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესება ქართულ ეკონომიკას დააზარალებს და ეს იქნება საქართველოს მოქალაქეების დასჯა. ამას ამბობს იმის ფონზე, როცა საქართველოში სანქცირებული სერგეი ლავროვის შვილი და ოჯახის სხვა წევრები ქორწილში ჩამოვიდნენ, თუმცა ამის შესახებ კობახიძეს "დაზუსტებული" ინფორმაცია არ აქვს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  4. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
  5. BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ტყის მცველი, ვეტერინარი და ნაგავსაყრელის ოპერატორი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამ სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულზე სამი პირი…