ილია მეორემ დეკანოზ მამალაძის ძმის თხოვნას თავდებობაზე, პირადად არ უპასუხა
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ დღეს გაავრცელა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახთან შეხვედრის აუდიო ჩანაწერში. დაახლოებით 35-წუთიან ჩანაწერში რამდენჯერმე ისმის გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის ძმის თხოვნა პატრიარქისადმი.
კერძოდ, თორნიკე მამალაძე პატრიარქს სთხოვს, თავდებში პირადად ჩაუდგეს გიორგი მამალაძეს და სასამართლო განაჩენამდე ციხიდან გამოვიდეს, ეს პერიოდი კი ან პატრიარქის მეთვალყურეობის ქვეშ გაატაროს, ან მონასტერში წავიდეს. თორნიკე მამალაძის თქმით, დეკანოზის ციხეში ყოფნა ერთნაირად დამთრგუნველია როგორც თავად მისთვის, ისე - ოჯახისთვის.
თორნიკე მამალაძემ აღნიშნული თხოვნა ილია მეორეს არაერთხელ გაუმეორა, თუმცა პატრიარქმა მას ამ თხოვნაზე არ უპასუხა, ერთ მომენტში კი მან დაცვას დეკანოზის ატირებული ბავშვის თავისთან მიყვანა სთხოვა. თორნიკე მამალაძემ მას კითხვა, დაუდგებით თუ არა თავდებშიო გიორგი მამალაძეს, კიდევ გაუმერა, რაზეც შეხვედრაზე მყოფმა სხვა სასულიერო პირებმა უპასუხეს, მათ შორის იყო მეუფე თეოდორე:
"თავდებობა სხვა საკითხია, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, ზუსტად ვერ გეტყვით, ასე ადვილი არ არის".
დეკანოზის ოჯახმა პატრიარქს ასევე სთხოვა, შეხვედროდა მამალაძის ადვოკატებს და მათგან მოესმინა საქმის დეტალები, რაზეც პატრიარქმა ასე უპასუხა:
"არა, მე ახლა განხილვას ხომ არ დავიწყებ, იურისტი არ ვარ და არაფერი".
შეხვედრაზე მყოფმა მამალაძის ოჯახის წევრებმა სასულიერო პირებს ჰკითხეს, გამოეთქვათ პირადი აზრი, სჯერათ თუ არა მათ მისი დანაშაულის. სასულიერო პირების თქმით, ამაზე საჯაროდ საუბარი არ სურთ. ილია მეორემ კი მამალაძეზე ასეთი რამ თქვა:
მე ცუდი არაფერი მინახავს მამა გიორგისგან და ეს იყო ჩემთვის ცის ჩამოვარდნა, როცა მითხრეს, რომ დააპატიმრეს მამა გიორგიო. მაგრამ ღმერთი მოწყალეა და მშვიდობა მისცეს მამა გიორგის ოჯახს
ილია მეორემ ასევე უარი თქვა შეხვდეს გიორგი მამალაძე, რათა ეს შესაძლოა მისი მხრიდან გავლენის მოხდენის მცდელობად იქნეს აღქმული. 35-წუთიანი შეხვედრისას ილია მეორემ დალოცა დეკანოზის ოჯახი, ასევე უსაყვედურა მათ საჯარო განცხადებების გამო. მამალაძის ოჯახმა საყვედური ასევე დაიმსახურა მეუფე იაკობისა და პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის კრიტიკისთვის. მამალაძის ოჯახს უთხრეს, რომ პატრიარქი ყველაფრის საქმის კურსშია და ყველაფერი იცის, რაც შეეხება მეუფე იაკობს, ის პატრიარქის ნდობით აღჭურვილი პირია.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად.
გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს, პროკურატურა კი საპირისპიროს ამტკიცებს. მათ გაავრცელეს ფარული ვიდეოჩანაწერები, რაც, საგამოძიებო უწყების ცნობით, მამალაძის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა.
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო პირი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო პირი დანით მოკლა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
-
მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს
გადახედვა
-
"არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
გადახედვა
-
2024 წლის აქციების მონაწილეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — კვლევა 2024 წლის აქციების მონაწილეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — კვლევა
გადახედვა
-
იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში
-
მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის
გადახედვა
კომენტარები