ზურაბ აზარაშვილი

11 Apr. 2023, 19:53

პროტესტი არ განახლებულა. ვფიქრობ, რომ წინა დღეებთან შედარებით პროტესტი მინელებულია. გუშინდელი შეხვედრა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან იყო ძალიან კონსტრუქციული. გავიარეთ ყველა დეტალი. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა, რომ მწვავე და მნიშვნელოვანი კითხვებისთვის დახურულ შეხვედრაზეც გვეპასუხა, თუმცა სამწუხაროდ იყო მცირე ინციდენტიც.[...]

ვფიქრობ, რომ პროტესტის გაგრძელების არანაირი საფუძველი დღეს არ არსებობს. შევთანხმდით კომუნიკაციის ფორმაზეც. ჩვენ მათ ეტაპობრივად გარკვეული ინფორმაციის მოძიების შემდგომ დეტალებს გავაცნობთ. ამის შემდეგ, თუკი ვინმეს კიდევ პროტესტი გაუჩნდება, ეს უკვე დესტრუქციულ ქმედებებზე მიუთითებს და იმაზე, რომ მათ არ სურთ პრობლემების მოგვარება. რასაკვირველია, ეს ძალიან არასასიამოვნოა. [...]

ძირითადი მოთხოვნა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან იყო დაკავშირებული და ეს პრობლემაც გადაჭრილია. შეიცვალა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და მის ადგილს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელი იკავებს, რომელიც წლებია, მანდ მუშაობს და დამსახურებული ავტორიტეტითაც სარგებლობს. მას ჩვენგან სრული მხარდაჭერა აქვს. გარდა ამისა, შეიქმნა საკონსულტაციო ჯგუფიც, რომელიც მაღალკვალიფიციური კადრებითაა დაკომპლექტებული. ეს ჯგუფი ახალ დირექტორთან ერთად მოაგვარებს პრობლემებს.

რაც შეეხება დასკვნებს, ჩვენი მიზანია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო იყოს ყველაზე თვალსაჩინო მაღალტექნოლოგიური სახელმწიფო კლინიკა. ამ მიზნის მისაღწევად კი, გვეხმარება სხვადასხვა დასკვნა და ექსპერტული შეფასებები, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ გვექნება. ქვეყანას უნდა ჰქონდეს მძლავრი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კლინიკა, რომელიც ყველა სტანდარტს და გამოწვევას უპასუხებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყებამ თანამშრომლების მოთხოვნა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გაითვალისწინა და ამ დროისთვის აღნიშნულ თანამდებობას სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი იკავებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო…