ელენე ხოშტარია

9 Mar. 2023, 13:51

1. ხალხის და სიმართლის ძალის რწმენა უნდა დავიბრუნოთ და ეს დღეები სწორედ ამაზე მეტყველებს. ჩემთვის ეს ყველაზე მთავარია! მადლობას ვერავის ვეტყვი, ყველა საკუთარი იდეისთვის იბრძოდა და მადლობა უადგილო და უხერხული სიტყვა მგონია.

2. მოღალატეები და რუსები დარჩნენ მოღალატეებად და რუსებად. შესაბამისად თანმიმდევრული ბრძოლა, მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

3. თავი გვაბია მხრებზე და ამათი ტაქტიკური ტყუილებიც კარგად ვიცით, ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, ყველაზე უღირსი ტყუილისთვის. სანამ არ გაფორმდება არაფერია მიღწეული.

4. ევროპული პერსპექტივის ერთი საფრთხე სავარაუდოდ გადადებულია, მაგრამ პერსპექტივა არ დაბრუნებულა, ამიტომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ

5. პატიმრები დაუყოვნებლივ უნდა გამოუშვან

6. ყველას ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომელიც წარმატების თუ წარუმატებლობის მიხედვით არ უნდა ირხეოდეს, ხოდა ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში გავაგრძელოთ შემდეგ ნაბიჯებზე ფიქრი.

მადლობას კი ვეტყვი ყველა პარტიას და არასამთავრობოს კოორდინაციისთვის და თანამშრომლობისთვის (თუნდაც მჟავე სახით))) დღეს ვიქნები 19.00 პარლამენტთან.

წერს პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარია. დღეს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ რუსულ კანონს. თუმცა, მმართველ გუნდს დაპირებები აქამდეც მოუცია და არ შეუსრულებია. გარდა ამისა, რეგლამენტში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევის პროცედურა არ არის, ამიტომ რუსული კანონის გაწვევა ოცნებას არ შეუძლია, მხოლოდ ე.წ. ამერიკული ვერსიის, რომელიც ჯერ არ განხილულა. იურისტები და დეპუტატები განმარტავენ, რომ პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონის პროექტი უნდა დააყენონ კომიტეტზე და პლენარულზე და ჩააგდონ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
  2. "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვინ შეცვალა?
  3. მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
  4. თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
  5. თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ოპოზიციური ალიანსი: ალიანსი მოუწოდებს ყველა მონაწილე პარტიას, რომ მომავალში თავი შეიკავოს კონფრონტაციული განცხადებებისგან

ოპოზიციური ალიანსი საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 18 აპრილს გაკეთებულ საჯარო განცხადებას…