სალომე სამადაშვილი

2 Mar. 2023, 18:51

ამ კანონს როგორც კი მიიღებენ, ჩვენთვის ევროკავშირში ყველანაირი კარები დაიხურება. NATO-ში ყველანაირი კარები დაიხურება. და თქვენ ნახეთ გუშინ აშშ-ის ელჩის განცხადება და სხვა ელჩების განცხადებები, რომლებმაც თქვეს, რომ ამ კანონპროექტის მიღება ნიშნავს ამ ქვეყნისთვის დასავლური კარების ჩაკეტვას.

30 წელიწადი ჩვენ თუ იმისთვის ვიბრძოდით, რომ საბოლოოდ მოვსულიყავით იქ, რომ ჩავბარებულიყავით ისევ რუსეთის ფედერაციას, ოღონდ, უკვე ჩამოჭრილი ტერიტორიებით, დასუსტებული, დაჭრილი, მაშინ ნუ ჩათვლით აუცილებლად, გააპროტესტოთ ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს. თუ თვლით, რომ თქვენმა შვილმა თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში იცხოვროს, მაშინ უნდა გააპროტესტოთ.  

განაცხადა სალომე სამადაშვილმა. პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ხალხის ძალის მიერ ინიციირებულ აგენტების კანონპროექტზე მსჯელობენ. პარლამენტის შენობასა და მის გარეთ, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აპროტესტებენ რუსული კანონის მიღებას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ