ანა ნაცვლიშვილი

2 Mar. 2023, 18:16

როცა გეუბნებოდით, რომ ამ კანონის ინიცირება და განხილვის დაწყება პარლამენტში იქნებოდა დივერსია, აი, ამას გეუბნებოდით, ზუსტად. აი, ეს დივერსია არის თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი, რომ თავში მოგივიდათ, საქართველოს მეორედ გასაბჭოება, მერე ეს ფურცელზე გადაგიტანათ ვიღაცამ და ახლა ეს მოაწყვეთ, 

ნაცვლად იმისა, რომ 12 პუნქტზე ლაპარაკობდეთ ახლა და ევროპას უახლოვდებოდეთ, ამ გზას ჩეხავთ და აფეთქებთ. ეს იქნება თქვენი პასუხისმგებლობა, მათ შორის, ვინც ამ კანონზე ხელს დააჭერს, ამის იქეთ სხვა გზა აღარ იქნება, უკან მოსაბრუნებელი გზა არ იქნება. 

[...] კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თქვენ, მათ შორის, რომლებიც პირადად ხართ პასუხისმგებელი საქართველოს ევროინტეგრაციაზე, გითხრათ იმ ხალხმა, თუ გინდათ ევროპა, ეს კანონი ევროპაში არ შეგვიყვანს, ამიტომ მისი განხილვაც კი, თქვენი მხრიდან, არის ნათქვამი ქართველი ხალხისთვის, რომ ფეხზე გკიდიათ ქართველი ხალხის არჩევანი ევროპისკენ. ამას ვერ ბედავთ, რომ ხმამაღლა თქვათ და სხვისი ხელით აკეთებთ. ძალიან დიდი ცინიზმია, რომ გამჭვირვალობაზე ლაპარაკობთ და სხვებს აინიცირებინებთ კანონპროექტს, რომელიც თქვენს ტვინშია მოხარშული. 

ეს არის რუსული კანონი, რუსული მიზნებით. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

არასრულწლოვანების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე…