ანა ნაცვლიშვილი

21 Feb. 2023, 13:03

როგორ მოგმართოთ, ბატონო შალვა, ბატონო სპიკერო თუ ბატონო აგენტო, როგორ გირჩევნიათ? მაშინ ყოფილი დამსახურებული აგენტი, ასე მოგმართავთ, რადგან თქვენც იმ წიაღიდან მოდიხართ, რომელსაც ახლა აგენტად გამოცხადებას უპირებთ. [...]

აქ ოჩიგავას საქმეზე რომ ლაპარაკობდით, შემთხვევით ხომ არ მოგიკითხავთ ეს საქმე ვინ მოიგო? ვინ მუშაობდა ამ საქმეზე, ისევე როგორც ნაწამები პატიმრების და დაჩაგრული ადამიანების საქმეებზე წლების განმავლობაში? ზუსტად ის ხალხი მუშაობდა, რომლებსაც თქვენ ახლა უპირებთ, უცხო ქვეყნის აგენტები დაარქვათ და შემდეგ ქუჩებში მიუქსიოთ თქვენი "ტიტუშკები". აი, ეს არის თვენი სცენარი.

თქვენ ძალიან კარგად იცით, ბატონო შალვა, რომ თითოეული თეთრი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიები, აქტივისტთა ჯგუფები, მოქალაქეები იღებენ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან, რომლებისგანაც თქვენ ბიუჯეტში იღებთ მილიონობით თანხებს, სხვათა შორის, და იგივე პარტნიორები აფინანსებენ ჩვენს თავდაცვას, ჯანდაცვას, განათლებას, გელათის რეაბილიტაციას და ა.შ.

აი, ის თანხები იხარჯება გამჭვირვალედ და როგორც დონორები, ისევე სახელმწიფო სრულ ინფორმაციას ფლობს, ვისგან მოდის ეს თანხები. შემირცხვენია იმ ქვეყნის უსაფრთხოება, რომელსაც ჰგონია, რომ მის ქვეყანაში რომელიმე ქვეყანა აგენტურულ ქსელს აბამს და იმას ელოდება, რომ აგენტი მივა და დაწერს, აგენტი ვარო. ეს შეურაცხყოფაა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებისთვის, თუ ასეთი რამე ხდება და თუ გავლენების ქსელია გაბმული და უსაფრთხოების სამსახური ელოდება, ვინ როდის გამოიცხადებს თავს აგენტად.

ამ სიტყვებით ლელოს დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა შალვა პაპუაშვილს პლენარულ სხდომაზე მიმართა. პარლამენტი აპირებს, მიიღოს კანონი, რომლითაც შეიქმნება "უცხოური გავლენის აგენტების" რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
  2. თუ პირის შემოსავალი 1 250 ლარია, ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსს დაკარგავს — ცვლილება კანონში
  3. "გახდა აგრესიული და განახორციელა თავდასხმა პოლიციელზე — ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა" — ალექსანდრე დარახველიძე გორის ინციდენტზე
  4. რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
  5. ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]"

გორში პოლიციელების მიერ ნაცემი ლაშა აბისონაშვილის დედა AMBEBI.GE-თან ჰყვება, თუ როგორ მოიპოვა ტელეკომპანია…