ანა ნაცვლიშვილი

7 Feb. 2023, 13:46

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო პარლამენტის თავმჯდომარის წარმოუდგენელ გადაწყვეტილებას, რომელიც მიემართება მედიის შეზღუდვას. 12 პუნქტში წერია, რომ გააუმჯობესეთ მედიაგარემოო და თქვენ პარლამენტის შენობაში აპირებთ, რომ მედიას დაუწესოთ ცენზურა. ბატონო შალვა, ფორმალურად დიახ, თქვენ გაქვთ დისკრეციული უფლება, მაგრამ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ დისკრეციული უფლება არ გულისხმობს თვითნებობას და თქვენი უფლება ვერ დადგება საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა. ძალიან სამწუხაროა, რომ გადაწყვიტეთ, ერთპიროვნულად მიგეღოთ ეს რეგულაციები მედიისთვის, მე მინდა მოგიწოდოთ, რომ მინიმუმ გამართოთ პოლიტიკური კონსულტაციები პარლამენტში მყოფ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და ასევე მედიასთან და მიიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელსაც ამ ქვეყნის კონსტიტუცია გავალდებულებთ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ