გია ვოლსკი

28 Dec. 2022, 21:36

დღეს გამოვიდა ის ხალხი, რომელთაც, პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ორაზროვანი განცხადებების გამო, გარკვეული ეჭვები დაებადათ. ამ ეტაპზე სწორედ ამას სჭირდება პასუხი და ვრცელი განმარტება. ამ ადამიანმა ადამიანები აწამა და მმართველობის თუ ადამიანური ურთიერთობების ყველანაირი ნორმა დაარღვია. მის მიერ გაკეთებული განცხადებები გარკვეულ ორაზროვნებას შეიცავს და ამას უკავშირდება მიტინგიც. არ შეიძლება, ყველაფერი დააბრალო რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცით, რომ პოლიტიკური პარტიის მიერ არის ორგანიზებული, ესაა საკმაოდ მძლავრი და კარგად დაგეგმილი შეტევა პრეზიდენტზე, მათ შორისაა მისი ბულინგი. ბულინგის ავტორთა აზრით, ბულინგმა უნდა განაპირობოს გადაწყვეტილების მიღება. თუ ამაზე გააკეთებს აქცენტს, უკეთესი იქნება [...].

რაც შეეხება მის განცხადებას რუსულ სოფელზე და იმაზე, თითქოს ქართულ ოცნებას წვლილი მიუძღვის იმ ადამიანების მიერ გამართულ აქციაში, ვისაც თავზე გადაუარეს, მათი ოჯახის წევრების სისხლი ღვარეს, პრეზიდენტის მხრიდან ასეთი განცხადებები ყოვლად უსაფუძვლოა. ეს განაპირობებს, რომ საზოგადოებას ეჭვები აქვს და ამას სჭირდება უფრო მკაფიო პასუხი, არა გაკაპასებული ჩვეულებრივი მოქალაქის, ამას სჭირდება პრეზიდენტის პასუხი. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
  2. "მასე შენს ყოფილებს ესაუბრე" — გიორგი შარაშიძე ირაკლი ზარქუას
  3. ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან
  4. მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს
  5. მიხეილ ლომთაძის კომპანია ყაზახეთში ხელისგულით გადახდის სერვისს ნერგავს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გაეცანით დათო ტურაშვილის ბლოგს ბებიების შესახებ, ქართული ლიტერატურიდან — საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში, რომლებიც ბებიებს მიეძღვნა, ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში სპეციალური თაროები…