გია ვოლსკი

16 Dec. 2022, 13:49

რაღაც ანომალიური ქმედებებია ზოგადად. მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა არის საგანგებო მიზანი, ეგ ერთი. მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის არდავიწყება — ეგ მეორე მიზანია და გარკვეულწილად, აქვს ამას ნიშანი იმისა, რომ პარლამენტიდან გასვლის მოთხოვნა არ იყოს აქტუალური თემა, რადგან პარლამენტის წევრის შიმშილობა, რასაკვირველია, მართლაც საყურადღებოა და პიარულად საკმაოდ გაყიდვადია, თუ კი აი, ამ თემასაც მიაქცევს ყურადღებას ის კომპანია, რომელიც სპეციალურად ჰყავთ დაქირავებული სააკაშვილის თემის გასაცხელებლად.

განაცხადა ქართული ოცნების წევრმა, გია ვოლსკიმ ნაციონალური მოძრაობის მოშიმშილე დეპუტატების შესახებ. 15 დეკემბერს, ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით, ენმ-ის დეპუტატებმა, ანი წითლიძემ, აბდულ ისმაილოვმა და დავით კირკიტაძემ პარლამენტში შიმშილობა დაიწყეს. მოშიმშილეებს დღეს ენმ-ის წევრი, თემურ ჯანაშიაც შეუერთდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  3. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს

2006 წლის შემოდგომაზე ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, მის ლოკვუდმა, თავის მოსწავლეებს საინტერესო…