იაგო ხვიჩია

16 Dec. 2022, 12:58

ფორმალურად, ჩვენ, ამ დარბაზში მსხდომმა ხალხმა, ოდესღაც დავუშვით, რომ ძარცვა ლეგიტიმურია, თუ სახელმწიფო აკეთებს. და მეორე, გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა. "არ გადაიხადო გადასახადი და დაგიჭერ" — სხვა რამე კი არ არის.

მორალურად გამართლებულია ეს ყველაფერი და არ არის გასაკიცხი, თუ ამ დარბაზში მყოფი ხალხი ვაკეთებთ. მაგრამ, თუ გავალთ ამ დარბაზიდან და ისე დავიწყებთ, ჩვენ გამოვალთ გამომძალველები და მძარცველები.

გადასახადებს ვერ ავცდებით, სანამ სახელმწიფო არსებობს, მაგრამ თავი შევიკავოთ უფრო მეტი ძარცვისგან, ვიდრე, ჩვენ სანამ მოვიდოდით ამ პარლამენტში, მანამდე ძარცვავდნენ ჩვენი კოლეგები. თუ შეგვიძლია, უფრო ნაკლები ვძარცვოთ. ეს იქნებოდა ჩვენი ის წინადადება, რომელიც საჭირო იქნებოდა და კარგი იქნებოდა ჩვენთან მომავალში საპარტნიოროდ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

არასრულწლოვანების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე…