იაგო ხვიჩია

15 Nov. 2022, 14:00

მე მინდა, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ ჰყავდეს ერთპიროვნული მმართველი, რადგან, თუ ებრძვი, რაღაც თვალსაზრისით, ერთპიროვნულ მმართველობას და არ მოგწონს ქართულ ოცნებაში, ზუსტად იგივე პრობლემა აქვს ამას ნაციონალურ მოძრაობაშიც.

მიხეილ სააკაშვილი აქამდე იყო არაფორმალური ერთპიროვნული მმართველი, იმის გამო რომ მას მოქალაქეობა არ ჰქონდა, საქართველოში არ იყო და ა.შ. ამ პროცესმა ძალიან შეუშალა ხელი ენმ-ს, როგორც ქართული ოცნების ერთპიროვნული მმართველობა ქვეყანას უშლის ხელს.

თუ ეს არ გამოსწორდა, ბრძოლა ქართულ ოცნებასთან არაფორმალური მმართველობით არის თავიდანვე წაგებული, იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ოცნების ლიდერი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის მსოფლიოში საუკეთესო არაფორმალური, ერთპიროვნული ლიდერი და მასზე კონკურენციის გაწევა ამ სფეროში არის წარმოუდგენელი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

თიბისი კონცეპტი აგრძელებს იმ პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, მისი ახალი…