იაგო ხვიჩია

4 Nov. 2022, 16:51

ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, სადაც უნდა, იქ გაიაროს, შეიკრიბოს მშვიდობიანად და უიარაღოდ. მაგრამ არსებობს რაღაც ტიპის უფლებები, რომელთა რეალიზებისთვის მე ვიბრძოლებ და არ ვიბრძოლებ. მაგალითად, იმ უფლების რეალიზებისთვის, რომ ვიღაცამ სადმე სექსუალურ პრაიდზე გაიაროს, მე არ ვიბრძოლებ, იქიდან გამომდინარე, რომ მე სხვა პრიორიტეტები მაქვს და მგონია, რომ, თუნდაც, სექსუალური უმცირესობების თემის წარმომადგენელი, რომელიც ციხეში ზის, ის უფრო იმსახურებს... უფრო იმსახურებს კი არა, როგორ გითხრათ სწორი პასუხი, უფრო საჭიროებს უფლებების დაცვას და მისი უფლებების მიხედვას, ვიდრე ადამიანი, რომელიც ახლა არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სად ჩაატაროს პრაიდი.

თუმცა, როგორც გითხარით, არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი, რითაც მე დღევანდელი გამოსვლა დავიწყე და ამ პოლიტიკური კონსენსუსის ფარგლებში ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც მოუნდება ასეთი ტიპის აქტივიზმი, მე ვეცდები, რომ ხელი არ შევუშალო. პირადად ჩემი ინტერესები ეს არ არის. პირადად ჩემი ინტერესები სულ სხვა კატეგორიის უფლებების დაცვაა და არა, ვთქვათ, სადღაც გადაადგილების რაღაც კონკრეტულ ღონისძიებაზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

თიბისის მხარდაჭერით, წალკის მუნიციპალიტეტში, დაბა ბედიანთან სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა, რომელმაც წელს 50-ზე მეტ…