ირაკლი ზარქუა

14 Dec. 2022, 12:39

უნდა მომიტევოთ, გუშინ იყო არგენტინა-ხორვატიას თამაში და არ მეცალა, ვერ მოვიცალე და ვერ მივადევნე [ევროპარლამენტის დებატებს]. თუმცა იქ ფოტიგა, კუბილიუსი და ის რომ იქნებოდა, ბუნებრივია, იქ რა იქნებოდა ახლა წარმომიდგენია.

ბოდიშს გიხდით, ვერ მოვუსმინე იმიტომ, რომ გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო და ვულოცავ არგენტინას ფინალში გასვლას. ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ, არ მაქვს ინფორმაცია. 

ასე უპასუხა დეპუტატმა ჟურნალისტების კითხვას ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების შესახებ, რომლის დროსაც ევროპარლამენტარებმა არაერთი კრიტიკული შეფასება გააჟღერეს მმართველი გუნდის მიმართ. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მიზნით გათავისუფლებისკენ და ქვეყანაში ოლიგარქიისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების პრობლემებზე ისაუბრეს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ