ვოლოდიმირ ზელენსკი

9 Dec. 2022, 23:11

დონბასის საკვანძო რაიონებში — ბახმუტი, სოლედარი, მერიინკა, კრემინნა, ფრონტის ხაზზე ძალიან მძიმე ვითარებაა. ამ ტერიტორიების მიწაზე კარგა ხანია, აღარ რჩება ჭურვებითა და ხანძრისგან დაუზიანებელი საცხოვრებელი ადგილი. ოკუპანტებმა, ფაქტობრივად, გაანადგურეს ბახმუტი, დონბასის კიდევ ერთი ქალაქი, რომელიც რუსეთის არმიამ გადამწვარ ნანგრევებად აქცია.

მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა გმირს, ყველა ჯარისკაცსა და მეთაურს, რომლებიც იგერიებენ თავდასხმებს და მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ მტერს — ჯოჯოხეთის საპასუხოდ, რომელიც უკრაინაში რუსეთის დროშით შევიდა.

დიდება ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის! მადლობა ყველას, ვინც მუშაობს ჩვენი ხალხისთვის! მარადიული ხსოვნა ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა დამოუკიდებლობისთვის! დიდება უკრაინას!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…