კახა კალაძე

30 Nov. 2022, 11:57

ყოველ წელს გვაქვს საახალწლო სლოგანი, რაც 2018 წლიდან იცვლებოდა. იყო "სიცოცხლით სავსე თბილისი", "სიყვარულით სავსე თბილისი", "ისტორიით სავსე თბილისი", 'სოლიდარობით სავსე თბილისი" და "მეტი სიყვარული — გვიყვარდეს ერთმანეთი".

წელს ჩვენი საახალწლო სლოგანია — "მშვიდობის ქალაქი". იმ გამოწვევების ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება ნებისმიერი ადამიანი რასაც ინატრებს, მშვიდობაა, თუმცა, საკმარისია ხელისუფლების, თბილისის მთავრობის, ან გნებავთ, საზოგადოების მხრიდან გაჩნდეს საყოველთაო ფასეულობებზე დაფუძნებული იდეა, მყისიერად იწყება თავდასხმა, ბულინგი, ცილისწამება.

გუშინ კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს, აღნიშნული საახალწლო სლოგანი წარმოეჩინათ, როგორც ნიშნისმოგება ჩვენი მეგობარი უკრაინელების მიმართ, რაც არის უმძიმესი სპეკულაცია და პროვოკაცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის და ქალაქის მიმართ სიყვარულით გამსჭვალული ადამიანი არასოდეს იკადრებდა. [...]

სწორედ მშვიდობაა მთავარი სიკეთე, რომელიც თბილისელებს 2022-მა წელმა გვაჩუქა და რომელსაც დამდეგი 2023 წლისგან ყველა ქართველი ისურვებდა. ამასთან, პირველი, ვისაც თითოეული ჩვენგანი, თითოეული თბილისელი და ქართველი ერთმანეთის შემდეგ მშვიდობას უსურვებდა, სწორედ ჩვენი კიეველი და უკრაინელი მეგობრები არიან.

მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და ის, რომ ჩვენი და ზოგადად, მსოფლიოს ყველა ქალაქი უნდა იყოს მშვიდობის ქალაქი, მავანთათვის თურმე კითხვებს აჩენს. რა ვქნათ, მეგობრებო, არ ჩავიფიქროთ მშვიდობა, არ გავუშვათ ეს ყველასთვის სანუკვარი სურვილი თბილისიდან მსოფლიოს ყველა ქალაქის მიმართულებით?

განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე. გუშინ, 29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საახალწლო სლოგანი "მშვიდობის ქალაქი" იქნება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

Flydubai-ის რეისის 4 მგზავრს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს პრეზიდენტის ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი აცხადებს, რომ Flydubai-ის გუშინდელ FZ1073 რეისზე მყოფ ოთხ პირს სამოქალაქო…