კახა კალაძე

29 Nov. 2022, 15:33

მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ქვეყანაში ჩვენ გვაქვს სიმშვიდე და ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და მოხდეს ეკონომიკური განვითარება.

ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, მერიის ახალი სლოგანი —"მშვიდობის ქალაქი", ხომ არ არის ხელისუფლების მხრიდან "ომი გინდათ" რიტორიკის გაგრძელება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიის საახალწლო სლოგანი "მშვიდობის ქალაქი" იქნება. წარწერა თავისუფლების მოედანზე, საახალწლო მორთულობასთან ერთად განთავსდება და ჩაანაცვლებს სლოგანს — "სიცოცხლით სავსე ქალაქი".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ