ირაკლი ღარიბაშვილი

18 Nov. 2022, 13:40

ჩვენი უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატი გავიდა დატოვეს მათ პარტია. ეს მათი არჩევანია... ჩვენი გზები რომ იტყვიან გაიყო, გაიმიჯნა. თავად ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ შექმნან ცალკე დამოუკიდებელი მოძრაობა და პარტიაც, ალბათ, ეს მათი არჩევანია. ჩვენი პოზიციები არის გამიჯნული, გაყოფილი. ჩვენ გვაქვს მთელი რიგი განსხვავებები. მაგრამ ისინი რჩებიან უმრავლესობაში, ფრომ არ დარჩნენ უმრავლესობაში ქართული ოცნება დაკარგავს უმრავლესობას. ჩვენ გვექნება რეალურად პრობლემები, რომ მივიღოთ კანონები. [...]

მე, როგორც მთავრობის მეთაური და როგორც ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ვაცხადებ შემდეგს — ჩვენი ვალდებულება, პირადად ჩემი ვალდებულებაა, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ, გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობები მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. აშშ-სთან, ევროკავშირთან, ევროპის ქვეყნებთან. ყველასთან და არა მხოლოდ მათთან. რეგიონში ჩვენ ყველასთან გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. 

ჩემი პოზიცია არის ძალიან მარტივი, ერთმნიშვნელოვანი, არავითარი სპეკულაციის მიზეზი არ არსებობს. ჩვენ გვაქვს ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა. ეს ურთიერთობა დაწყებულია მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. რა თქმა უნდა, მიუღებელია, მიუღებელია ჩემთვის პირადად, ვირჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს, იგივე აშშ-ის ელჩის მისამართით. მე ასე მიმაჩნია, ჩემი აზრია. თუ კითხვები არსებობს, კი ბატონო, კითხვები დავსვათ, მაგრამ არ შეიძლება ზომიერება დავარღვიოთ.

ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო ძვირფასო მეგობრებო, მაგრამ ძლიერი ხალხით ჩვენ ვართ უძველესი ერი, კულტურით, ცივილიზაციით, ენით, სარწმუნოებით და გვჭირდება ძალიან პრაგმატული, გონივრული და ზომიერი მოქმედებაც და პოლიტიკის წარმოება.

შეიძლება განსხვავებები გვქონდეს ჩვენს ყოფილ თანაგუნდელებთან, შეიძლება სხვაც არ მეთანხმებოდეს, შეიძლება, სხვას უფრო მეტად სხვა აზრები ჰქონდეს ეს ყველა ადამიანის დემოკრატიული, კონსტიტუციური უფლებაა. ნურავის ნუ განვიკითხავთ, ნუ გავკიცხავთ ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი. ვისაუბროთ, დებატები გავმართოთ, ერთმანეთს საწინააღმდეგო აზრები გავუზიაროთ, მაგრამ არ შეიძლება შეურაცხყოფების მიყენება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. $1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ქონების მოპარვისთვის ნიუ-იორკში 48 წლის ქართველი დააკავეს
  2. ტექნიკური უნივერსიტეტი, "რუსთავი 2"-თან და "იმედთან" ერთად, POSTV-საც სთხოვს ბოდიშის მოხდას
  3. "რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა
  4. ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია "იმედი" გაყიდა — ვინაა მყიდველი?
  5. ირაკლი კობახიძე: ჩამოყალიბდება ტექნიკურ მიმართულების ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება ავტონომიის მაღალი ხარისხი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ტექოლიმპიადების ჰაბის — Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადამ ინფორმატიკაში, რომელიც წელს ტექოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში პირველად გამოცხადდა,…