ირაკლი ღარიბაშვილი

16 Nov. 2022, 12:13

დღეს, მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ.

ტოლერანტობა, ადამიანის დაფასება, ღირსების პატივისცემა და განსხვავებულის მიმღებლობა ჩვენი დიდი კულტურისა და ისტორიის უწყვეტი ტრადიცია და ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. საუკუნეთა განმავლობაში ჩვენს მიწაზე სხვადასხვა ეროვნების, რელიგიისა და ტრადიციების მქონე განსხვავებული ადამიანები ღირსეულად თანაცხოვრობდნენ და ერთად ქმნიდნენ ჩვენი საერთო სამშობლოს ისტორიას.

დღესაც, თანამედროვე, ევროპული საქართველოს, მშვიდობიანი და განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოების შენების ფუნდამენტი სწორედ ეს დიდი მემკვიდრეობა და ღირებულებებია. ამ საზოგადოების ყველა ჯგუფს, მის თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ამ მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილე და შემოქმედია.

ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებულია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ფუნდამენტური ღირებულებები. ჩვენ პატივს ვცემთ და ყოველთვის დავიცავთ თითოეული მოქალაქის ღირსებასა და თავისუფლებას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 0,5 მლნ ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლევან ახობაძე 500…