საქართველოს ბანკის, WM-ისა და SOLO-ს ორგანიზებით კოკა რამიშვილის გამოფენა გაიხსნა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი WM-თან და SOLO-სთან ერთად საინტერესო კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, 10 ნოემბრიდან, საქართველოს ეროვნულ გალერეაში, მხატვარ კოკა რამიშვილის გამოფენა სიცარიელე, როგორც მოტივი გაიხსნა. გამოფენა 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.
გამოფენა სიცარიელე, როგორც მოტივი წარმოადგენს სიცარიელიდან, დეკონსტრუქციიდან, სინათლისაგან და ფერისაგან გამოსახულების პოეტური ფორმირების პროცესს. გამოფენა მულტიდისციპლინარულია და გამოყენებულია, როგორც ფოტო, ვიდეო და ინსტალაცია, ასევე, ფერწერული ნამუშევრები. საგამოფენო სივრცის გათვალისწინებით და სიცარიელის თემის გამოსახატად, ხელოვანის შემოქმედებაში ნამუშევრები სპეციალურად მისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდიდან შეირჩა. ზოგიერთი ნამუშევარი, როგორც უკანასკნელი გალერეა ან ორფეუსის წერილი ევრიკიდეს 1987-1991 წლების ინტერპრეტაციას წარმოადგენს.
"კოკა რამიშვილი უახლესი ქართული მხატვრობის ისტორიის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. მისი შემოქმედება პოსტ-საბჭოთა პერიოდის ურთულესი ძვრების ფონზე ჩამოყალიბდა და თავიდანვე რეფლექსურობით გამოირჩეოდა, რთული კონტექსტის შესატყვისი ფორმებისა და მათი შესაბამისი მედიუმების ზუსტი შერჩევით. მისი ყველა პროექტი თანმიმდევრულად ვითარდება. კონცეპტუალურად გამართულია და პერფექციონისტული სწრაფვითაა შესრულებული. ის მკვლევარი მხატვარია და ყოველთვის ორიგინალურ კავშირებს პოულობს კონკრეტულ პრობლემასა და აბსტრაგირებულ მსჯელობას შორის", — ამბობს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ხათუნა ხაბულიანი.
"მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ასეთ საინტერესო გამოფენას. აღსანიშნავია, რომ ნამუშევრების უმრავლესობა, რომლებმაც სახელი გაითქვეს ისეთი ქვეყნების გამოფენებში როგორიცაა: ინგლისი, გერმანია, იტალია, შვეიცარია, უნგრეთი, საქართველოში არასდროს ყოფილა წარმოდგენილი და ქართველ დამთვალიერებელს ექნება შესაძლებლობა, ისინი თბილისში იხილოს. წინ ძალიან საინტერესო გამოფენა გველის. კოკა რამიშვილი არის არტისტი, რომელიც ხელოვნებისა და პიროვნული საზღვრების შენარჩუნებით, ფერისა და სინათლის გამოყენებით სიცარიელეს აქცევს ხილულ, ცოცხალი შემოქმედების საფუძვლად", — განაცხადა ეთერ ირემაძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.
ცნობისთვის, კოკა რამიშვილი თბილისში დაიბადა, რომელიც ჟენევაში ცხოვრობს და მუშაობს. მის მიერ გამართულ რჩეულ გამოფენათა სიაში შედის: სოლო შოუები — დამოუკიდებელი ორგანიზმი II, აეროლენდი; გამოსხივება; დახვრეტილი ეკრანი; გალერეა არტრა და სხვა. კოკა რამიშვილმა საქართველო ვენეციის ბიენალეზე წარადგინა. მის მიერ მოპოვებული ჯილდოებია: ირენ რეიმონდის ფონდის პრიზი (ლოზანა, შვეიცარია, 2014) და ქალაქ ჟენევის მუნიციპალიტეტის გრანტი შემოქმედებითი პროცესების მხარდასაჭერად (ჟენევა, შვეიცარია 2013).
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
კომენტარები