პაველ ჰერჩინსკი

7 Nov. 2022, 16:58

ქართველები საკუთარ თავს უნდა დაეხმაროთ [პოლარიზაციის] გადალახვაში. რასაც მე გეტყვით, ეს უბრალოდ ელემენტარული საღი აზრია - საქართველო არაა ერთადერთი პოლარიზებული ქვეყანა, პოლარიზაცია ნორმალური დემოკრატიული სისტემის ნაწილია. შეხედეთ არჩევნებს ბრაზილიაში — ეს მაგალითი იმიტომ მომყავს, რომ ევროპისგან შორსაა. შეხედეთ შეერთებულ შტატებს, შეხედეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობას, ჩემი საკუთარი ქვეყნის ჩათვლით. ხშირად ღრმა დაპირისპირებები პოლიტიკურ პარტიებს შორის და ეს აზრთა სხვადასხვაობა ნორმალური დემოკრატიული ცხოვრების ნაწილია. საქმე ისაა, რომ როდესაც საქმე მიდგება რიგ საკითხებზე, უმნიშვნელოვანეს თემებზე, ეროვნულ ინტერესებზე, მაშინ საჭირო ხდება, ეს უთანხმოებები გვერდზე გადავდოთ და ერთად ვიმუშაოთ სასურველი შედეგის მისაღწევად. საქართველოსაც სწორედ ეს სჭირდება — და სჭირდება დღეს, ხვალ, შემდეგ კვირასა და შემდეგ თვეს. როგორც ვთქვით, ევროპული პერსპექტივის მინიჭებით საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა გაიღო. მაგრამ ის ღიაა დღეს, და სულ ღია არ დარჩება. გეოპოლიტიკური მდგომარეობა დღეს არის ხელსაყრელი საქართველოსთვის — ახლა ამ ხელსაყრელი სიტუაციიდან სარგებლის მომკის დროა, გადაწყვეტით უნდა იმოქმედოთ, უნდა იმოქმედოთ დღეს. თქვენ ნაცვლად ამას სხვა არავინ გააკეთებს. თავად ქართველებმა უნდა აჩვენონ, რომ სერიოზულად არიან განწყობილნი. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ველისციხის საჯარო სკოლა, რომლის შენობაც სწავლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში რეაბილიტაციის…