თიბისის ინვესტორთა დღე 2022 უზბეკეთში გაიმართება
თიბისი ჯგუფი მორიგ ინვესტორთა დღეს 4 ნოემბერს უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში გამართავს. ღონისძიება გაიმართება უზბეკეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში.
თიბისის ინვესტორთა დღე წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ანალიტიკოსებისა და ინვესტორებისთვის ტარდება. ამ დღეს თიბისის მენეჯმენტი საზოგადოებას კომპანიის სტრატეგიული პრიორიტეტების მიმოხილვას და ფინანსურ-საოპერაციო მუშაობის პრეზენტაციებს წარუდგენს.
ღონისძიებაზე თიბისის მენეჯმენტი ისაუბრებს ისეთ თემებზე როგორებიცაა, თიბისის საქმიანობა და სტრატეგიული პრიორიტეტები, საქართველოსა და უზბეკეთის ფინანსური და მაკროეკონომიკური მიმოხილვა, კომპანიის ტექნოლოგიური და ციფრული განვითარება, ციფრული ეკოსისტემა, თიბისის საერთაშორისო გაფართოება უზბეკეთში და თიბისის საცალო/MSME/კორპორატიული/საინვესტიციო ბანკინგის მიმართულება. საქართველოს საბანკო სექტორის მიმოხილვას კი სპეციალური სტუმარი — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გააკეთებს.
„მოხარული ვარ, რომ თიბისის ინვესტორთა დღე უზბეკეთში ქალაქ სამარყანდში, უზბეკეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იმართება. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ თიბისისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს უზბეკეთში გაფართოვებას და ციფრული საბანკო სერვისების განვითარებას. ეს პროცესი ჩვენ სამი წლის წინ დავიწყეთ და ვფიქრობ, უკვე გვაქვს შთამბეჭდავი შედეგები. დღევანდელ ღონისძიებაზე თიბისის მენეჯმენტის წევრები წარადგენენ ჩვენს შედეგებს რამდენიმე მიმართულებით და მომავლის სტრატეგიას და ხედვებს. მოგეხსენებათ, წელს თიბისი ბანკს 30 წელი შეუსრულდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღია, იმისათვის რომ განვლილი გზა შეაფასო და სამომავლო სტრატეგიები დაისახო. ჩვენ, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ვაპირებთ, ციფრული ტექნოლოგიების განვითარების გზით კიდევ უფრო მივუახლოვდეთ ჩვენს მისიას - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება, “ — ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
2019 წელს თიბისიმ ბანკის ჯგუფმა უზბეკეთში წამყვანი ფინტექ კომპანია Payme შეიძინა და ბაზარზე ოპერირება დაიწყო, შედეგად კი უზბეკეთში პირველი ციფრული ბანკი გაუშვა. TBC UZ მობილური აპლიკაცია მომხმარებლებს საცალო საბანკო მომსახურებას სთავაზობს, რომელიც ინოვაციურ ფინტექ პლატფორმა Space-ზეა დაფუძნებული. 3 მილიონზე მეტი ჩამოტვირთვა და 2 მილიონზე მეტი რეგისტრირებული საცალო მომხმარებელი — ეს ის შედეგია, რომელიც TBC UZ-მა ორი წლის განმავლობაში მიაღწია. Payme-ზე რეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობამ კი 7 მილიონს გადააჭარბა.
უზბეკეთის ეკონომიკური ფორუმი 2022 გუშინ გაიხსნა. ფორუმზე გაიმართა პანელური დისკუსია, რომელზე სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს. განხილვაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, უზბეკეთის სამთავრობო უწყებების და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.
თიბისის ინვესტორთა დღის ტრანსლირება თიბისი ბანკის ჯგუფის ვებგვერდზე www.tbcbankgroup.com განხორციელდება. პრეზენტაციების ნახვა კი ინვესტორებთან ურთიერთობის ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი.
-
ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა! ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა!
გადახედვა
-
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს" ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ
გადახედვა
-
"გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ "გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ
გადახედვა
-
აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს
გადახედვა
-
გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება
გადახედვა
-
რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი
-
EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს
გადახედვა
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
კომენტარები