წარწერა მაისურზე: უკრაინა ომშია

ვოლოდიმირ ზელენსკი

9 Oct. 2022, 23:16

წუხელ ზაპოროჟიეზე გაგრძელდა რუსული სარაკეტო დარტყმების სერია, რომელსაც მხოლოდ 3 ოქტომბრიდან სულ მცირე 43 ადამიანი ემსხვერპლა.

ასევე, იყო დარტყმები ხარკოვზე, დონბასის ქალაქებზე, უკრაინის სხვა ქალაქებზე... ასევე იყო ავიადარტყმები ირანული თვითმფრინავებით.

მათი აბსოლუტური უმრავლესობა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მშვიდობიან მოქალაქეებზე მოდის. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მუდმივი ტერორი არის რუსეთის აშკარა უარი რეალურ მოლაპარაკებებზე.

ტერორიზმი არის დანაშაული, რომელიც უნდა დაისაჯოს. ტერორიზმი სახელმწიფო დონეზე არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი საერთაშორისო დანაშაული, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მარტო ერთ ადამიანს მსოფლიოში, არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას.

მადლობას ყველას, ვინც გვეხმარება ტერორთან ბრძოლაში. მადლობა ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს უკრაინაში მშვიდობის დასაბრუნებლად და თითოეული უკრაინელისთვის სიცოცხლის უფლებისა და უსაფრთხოების გარანტიებისთვის.
მარადიული ხსოვნა რუსული ტერორის ყველა მსხვერპლს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა

შეიძლება ყველა კითხვას სწორად უპასუხო და მაინც საერთოდ არ გესმოდეს, რას ამბობ? ერთი შეხედვით, უცნაური კითხვაა. თუ ვინმე…