ირაკლი ღარიბაშვილი

9 Oct. 2022, 19:01

ე.ი ქართულ ოცნებას უსმენს მთელი საქართველო. სუს-იც უსმენს ქართულ ოცნებას იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მმართველი ძალა. მე არ მინდა, რომ კომენტარი გავაკეთო ვიღაცების დამონტაჟებულ საუბრებზე და ამაზე დავიწყო სპეკულაციები. ეს არ არის საინტერესო[...]

მოსმენებზე მინდა გითხრათ შემდეგი: ნებისმიერი ქვეყნის მაგალითი დაამუშავეთ. თქვენ ნახავთ, რომ დღეს მსოფლიოში პრივატულობა არის ძალიან მოწყვლადი საკითხი. ნებისმიერ ქვეყანას აქვს საშუალება მოსმენების და ძალიან მარტივია, ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს, მათ შორის, ჰაკერების და ძალიან ბევრი კონსპირაციული ორგანიზაცია არსებობს, რომლებსაც აქვთ საშუალება, გატეხონ თქვენი მობილური ტელეფონი, მოიპარონ მონაცემთა ბაზა...

ეს თემები არ არის ჩემთვის საინტერესო. თუ რაიმე გამოძიებისთვის იქნება საინტერესო, გამოძიება გასცემს პასუხს. 

ასე პასუხობს პრემიერმინისტრი უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს. გუშინ გადაცემაში — ნოდარ მელაძის შაბათი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუს, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მმართველი პარტიის ლიდერებს, საჯარო მოხელეებსა და ივანიშვილის ოჯახის წევრებს უსმენს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"ხელოვნური ინტელექტი" წარსულს ჩაბარდა — ტრამპმა ტექნოლოგიას სახელი გადაარქვა

სამშაბათს დონალდ ტრამპმა ხელოვნური ინტელექტისადმი (AI) უცნაური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოავლინა და საპრეზიდენტო…