ბექა დავითულიანი

14 Aug. 2022, 14:59

ჩვენ ავამუშავებთ ამ 12 პუნქტს და ახალ წლამდე ეს 12 პუნქტი იქნება მზად. თუ რაიმე კონკრეტული შენიშვნა კიდევ ექნება ევროკავშირს ამ 12 პუნქტის მერე, ალბათ, ისინიც დააკონკრეტებენ და ჩვენ ვიმუშავებთ ამ შენიშვნების გათვალისწინებაზე. [...]

[ანგარიშში] ნუ, რაღაცა რელევანტურია, რაღაცა არა, რაღაცა, უბრალოდ, კონტექსტის გაუთვალისწინებლად ნათქვამია. ნახეთ, მათთვის ბუნებრივია, რომ მთელი რიგი საკითხები ასე უნდა იყოს და ამ ქვეყანაში აღმოჩნდება ხოლმე, რომ კონტექსტი ისეთია, რომ ასე ბუნებრივად, როგორც მათთან ხდება, ვერ ხდება. 

ქართული ოცნების დეპუტატის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს აქვს კრიტიკული მოსაზრებები, მათი ზოგადი შეფასება არის ის, რომ საქართველო რეფორმების თვალსაზრისით აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანაა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა, თუმცა აღნიშნულია უკუსვლა გარკვეულ სფეროებში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ…