რატი ბრეგაძე

12 Aug. 2022, 16:18

რაც შეეხება ბატონ გოგაშვილს, ის და მისი ოჯახის წევრები საუბრობდნენ, ასევე, იმის შესახებაც, რომ შედგა შეხვედრა ოჯახის წევრებთან. რა თქმა უნდა, ამას დავადასტურებთ, რომ ნამდვილად შედგა ბატონი გოგაშვილის შეხვედრა მისი ოჯახის წევრებთან მისივე თხოვნით და კანონმდებლობის სრული დაცვით.

თქვენთვის კარგად ნაცნობია, რომ ამ გამოძიებაში საქმის მასალებს ადევს გრიფით საიდუმლო და მე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მისი შეხვედრა ოჯახის წევრებთან იყო კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარებული. 

სხვათაშორის, ბატონი გოგაშვილი ძალიან დიდ მადლიერებას გამოხატავდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიმართ, მისი ქცევაც იყო ძალიან დადებითი, შესაბამისად გარკვეული წახალისების ღონისძიების სახით იყო.

მე არ ვიცი ის რაზე საუბრობს. ვიცი ის, რომ თანამშრომლებთან, ექიმებთან, ყოველთვის გამოხატავდა მადლიერებას მისდამი კარგი დამოკიდებულების გამო. ის შეხვედრა, რომელიც ჩატარდა, ჩატარდა მისი მოთხოვნით და მათ შორის, მისი ყოფაქცევაც არის ძაიან დადებითი, ყოველ შემთხვევაში იყო ძალიან დადებითი. ერთგვარი წახალისების ღონისძიების სახით იყო ეს შეხვედრა გამოყენებული.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…