რატი ბრეგაძე

28 Dec. 2021, 14:17

მე არც უფლებამოსილი ვარ და ბუნებრივია, არც ინფორმაცია მეცოდინება საავადმყოფოში [გორის სამხედრო ჰოსპიტალში] არსებული პროცედურების შესახებ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ იქ ყველა პროცედურა არს დაცული. მე თავად გახლდით გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მათ შორის, მკურნალობის მიზნითაც ვიმყოფებოდი გორის ჰოსპიტალში გარკვეული პერიოდით და აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი თითოეულ ექიმს, ზოგადად, სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებს, ექთნების და ყველას, ვინც მუშაობს ამ დაწესებულებაში. ეს არის ნამდვილად არაჩვეულებრივი, პატრიოტი ადამიანებისგან დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი მოქმედებენ ყოველთვის პაციენტის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე.

შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სამედიცინო პერსონალმა შეიძლება მიიღოს იქ არასწორი გადაწყვეტილება, არის, უბრალოდ სირცხვილი. ყოველთვის უნდა ახსოვდეს, ვინც მსგავსი ტყუილების გავრცელებას ცდილობს, თუ რას ემსახურებოდა ეს ხალხი 2008 წლის ომიდან დაწყებული დღემდე. ისინი ემსახურებიან ჩვენს ჯარს, რომელიც ყველას ძალიან გვეამაყება. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ყველამ შეიკავოს თავი ყოველგვარი სპეკულაციისაგან.

განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბგრეგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ

რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნების სამდღიანი კენჭისყრა დასრულდა. რუსეთის ფედერაციის მე-9 მოწვევის სახელმწიფო…