რატომ არ იყენებენ სუპერ პუმას და რამდენად გამართული იყო ვერტმფრენი — შსს-ს განმარტება
ფოტო: კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი
შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის და სხვა ტიპის სამაშველო ტექნიკის შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს, რითიც მედიასა და საზოგადოებაში გავრცელებულ კრიტიკულ მოსაზრებებს პასუხობს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 29 ივლისს გუდაურში პარაპლანისტების დასახმარებლად მისული ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა — უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა ვერტმფრენში მყოფი 8 ადამიანი, გარდაიცვალა პარაპლანის მგზავრიც.
- ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ გაჩნდა კითხვები — რამდენად შეესაბამება სამაშველო ვერტმფრენების ხარისხი თანამედროვე მოთხოვნებს;
- იყო თუ არა ვერტმფრენი სათანადოდ გამართული, რადგან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჩამოვარდნამდე მას კუდი უზიანდება;
- ასევე, რატომ არ იყენებს სახელმწიფო სუპერ პუმას ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებს.
დეტალები: დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბორტს მართავდა, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე საფრენოსნო მომზადების დარგში, პოლკოვნიკი ზაზა ლორია.
- ლორია 1992 წლიდან მფრინავი იყო და წლების განმავლობაში მეთაურობდა შვეულმფრენების ესკადრილიას.
- "პოლკოვნიკი ზაზა ლორიას ხელმძღვანელობით, წლების განმავლობაში, განხორციელებულა ბევრი, რთული სამაშველო ოპერაცია და მას უამრავი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი".
რას ამბობს უწყება ვერტმფრენზე: მათი განცხადებით, ყოველი აფრენის დროს დეტალურად ხდება შემოწმება და დაუშვებელია, რომ ტექნიკურად გაუმართავი ვერტმფრენი პილოტებმა დაძრან და მართონ.
- სამინისტრო განმარტავს, რომ 2019–2022 წლებში სასაზღვრო პოლიციის ავია პარკი სრულად განახლდა.
- მათივე განმარტებით, ეს გულისხმობს, რომ ყველა ვერტმფრენი რეგლამენტირებული, გამართული და განახლებულია.
რას ამბობენ მი-8-ზე: უწყების თქმით, 2022 წლის მარტში სასაზღვრო პოლიციამ საავიაციო უსაფრთხოების საერთაშორისო წესებისა და ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოს შესაბამისად, შეიძინა შვეულმფრენების 2 კუდა ხრახნის კომპლექტი 2 მი-8 მტვ-1 ტიპის ვერტმფრენისთვის.
- როგორც შსს ამბობს, ორივე ვერტმფრენზე ძველი კუდა-ხრახნები ჩანაცვლდა ახლებით.
- "ვერტმფრენი მი-8 გამოიყენება ძებნა-გადარჩენის და სამაშველო ოპერაციებში. აღნიშნულ შვეულმფრენს აქვს სპეციალური სამაშველო დანიშნულების აღჭურვილობა."
რას ამბობენ სუპერ პუმაზე: დეპარტამენტის განცხადებით, სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე არსებული 2 სუპერ პუმა 2011 წელს შესყიდული იყო სამაშველო ფუნქციებისთვის საჭირო აღჭურვილობის გარეშე.
- ამიტომ, მათი განმარტებით, სუპერ პუმის გამოყენება ვერ ხდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში (ხალხის ამოსაყვანად და ვერც ხანძრების ჩასაქრობად).
- მათივე მტკიცებით, ერთ-ერთი სუპერ პუმა სპეციალური შეკვეთით, "მაღალი კლასის სალონითა და დიზაინითაა" დამზადებული და მხოლოდ მაღალი რანგის პირების გადაადგილების მიზნით გამოიყენებოდა.
- ასევე, უწყების მტკიცებით, გაჟღერებული ფაქტი, რომ სუპერ პუმა კახეთის რეგიონშია ჩარჩენილი, არ შეესაბამება სინამდვილეს, ის ამოყვანილია ლაგოდეხის დასაცავი მონაკვეთიდან და დასაწყობებულია ავიაციის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო ბაზაზე.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები