როგორ გამოვიყენოთ ბავშვის სავარძელი ავტომობილში?
ფოტო: თეგეტა
თბილისის ქუჩები ახალი, ფერადი საგზაო ნიშნებით აჭრელდა. საგზაო მოძრაობის კულტურის ამაღლების მიზნით, თეგეტა ჰოლდინგმა ახალი კამპანია წამოიწყო. კომპანია საზოგადოების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვას აგრძელებს და საგზაო მოძრაობის მონაწილეებს კარგად ნაცნობ, თუმცა დაუწერელ კანონებს ილუსტრაციების სახით ახსენებს.
კამპანიის ფარგლებში ჰოლი მოტორსის დიზაინერების დახმარებით 20 ახალი საგზაო ნიშანი შეიქმნა. ერთ-ერთი სწორედ ბავშვის სავარძლის გამოყენების აუცილებლობას ეხება. სტატისტიკის მიხედვით, წლის განმავლობაში ავტო საგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში 450-მდე ადამიანი იღუპება, 7700-ზე მეტი კი მძიმე ტრავმას იღებს, მათ შორის ხშირად მცირეწლოვანი ბავშვები ან მოზარდები არიან, მიზეზი კი ძირითადად ავტომობილში ბავშვის სამგზავრო სავარძლის არ არსებობა ან არასწორად დამონტაჟება ხდება. ეკა ლალიაშვილი, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე, საგზაო მოძრაობის კულტურის ამაღლების მნიშვნელობასა და ბავშვის სამგზავრო სავარძლის აუცილებლობაზე გვესაუბრება.
ფოტო: თეგეტა
"დიდი სიამოვნებით ვუერთდები თეგეტა ჰოლდინგის კამპანიას. ეს დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ გვაქვს კანონები, გვაქვს აღსრულების მექანიზმები, მაგრამ იმის გამო, რომ საზოგადოების ცნობიერება არ არის სათანადო დონეზე საგზაო შემთხვევები მრავლად ხდება. საქართველოში კანონით მძღოლის გვერდით 12 წლამდე ბავშვის დასმა აკრძალულია, თუმცა უკანა სავარძელზე ბავშვის უსაფრთხოება რა პრინციპით უნდა უზრუნველვყოთ ეს მკაფიოდ არ არის გაწერილი კანონში. შესაბამისად, კანონის მიხედვით ჩვენი ბავშვები არ არიან დაცულები, მაგრამ მშობლებს მეტი სიფრთხილე გვმართებს. ბავშვის სამგზავრო სავარძელი მეორადი დაცვის მექანიზმია. მაშინ, როცა ავტო ავარია ხდება და ბავშვი განთავსებულია მისი ზომის სავარძელში, სათანადოდ შეკრული აქვს ღვედი და სავარძელი სწორად არის დამაგრებული, 80%-იან დაცვას უზრუნველყოფს. როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, პირველი კითხვა ჩნდება ფასთან დაკავშირებით, თუმცა დღეს ძალიან ბევრი საშუალო ბრენდის სავარძელია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც იცავს ბავშვს და ხელმისაწვდომიც არის ყველასთვის, ვისაც ავტომობილის უზრუნველყოფა შეუძლია", — ამბობს ეკა ლალიაშვილი.
გარდა იმისა, რომ ბავშვის ტრანსპორტირებისას მისი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი პირობა სწორად შერჩეული სამგზავრო სავარძელია, ასევე მნიშვნელოვანია თუ რამდენად სწორად არის დამონტაჟებული ის მანქანაში. ავტო ავარიის შემთხვევაში არასწორად ჩამაგრებული სავარძელი შესაძლოა მეტად საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს.
"ყველა სავარძელს მოჰყვება წიგნი, სადაც კარგად არის ნაჩვენები ინსტრუქცია, როგორ დაამაგრონ მანქანაში სწორად. ასევე სავარძელზე განთავსებულია იარლიყი, სადაც წერია რა წონის ბავშვისთვის არის გათვლილი. არის უნივერსალური სავარძლებიც, რომლებიც ტრანსფორმირდება და მთელი ბავშვობის პერიოდში ყოფნის მოზარდს. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, 135 სანტიმეტრამდე სიმაღლის ბავშვი უნდა იჯდეს საბავშვო სამგზავრო სავარძელში. ჩვილს და პატარა ბავშვს ზურგიანი სავარძელი ესაჭიროება, მაგრამ 7 წლიდან ე.წ. ბუსტერი გამოიყენება, რომელიც უზურგო, ასამაღლებელი სავარძელია და უზრუნველყოფს, რომ ბავშვს ღვედი მხარზე ჰქონდეს გადაკრული და არა კისერზე. კონსულტანტები უკეთ ურჩევენ მშობლებს, ბავშვის წონის და ასაკის მიხედვით, როგორ სავარძელს საჭიროებს და როგორ უნდა მოათავსონ ავტომობილში", — ამბობს ეკა ლალიაშვილი, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე.
საგზაო მოძრაობის კულტურასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა ეკა ლალიაშვილის თქმით, გაეროს მეორე მოქმედების დეკადის მთავარი მიზანია.
"2022-2030 წლებში მნიშვნელოვანია ზუსტად ასეთი კამპანიები, ახალი კანონმდებლობები, ინვესტირება საგზაო უსაფრთხოების სფეროში, უსაფრთხო ინფრასტრუქტურისთვის, უსაფრთხო და გამართული ტრანსპორტისთვის, ადამიანის ქცევის უკეთესობისკენ შეცვლისთვის. აუცილებელია მულტისექტორული ჩართულობა და ზიარი პასუხისმგებლობა. საზოგადოების კერძო და სამოქალაქო თანამშრომლობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი — 50%-ით უნდა შემცირდეს დაზიანებულთა და დაღუპულთა რიცხვი 2030 წლისთვის, ეს დეკადა არის მნიშვნელოვანი, ამიტომ თეგეტას ეს კამპანია სამაგალითოა", — განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
თეგეტა ჰოლდინგის ახალი კამპანიის მიზანიც სწორედ საგზაო მოძრაობის კულტურის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
ფოტო: თეგეტა
"თითქოს ყველამ იცის, რომ აუცილებელია დაიცვა გარკვეული წესები და ნორმები, თუმცა, გზებზე მაინც სამწუხარო რეალობა გვაქვს. სწორედ ამიტომ, საგზაო მოძრაობის კულტურის შესახებ კამპანიის მთავარი მიზანი ამ თემაზე დისკუსიის წამოწყება და ცნობიერების ამაღლებაა. ვცდილობთ, რომ რეალობა უკეთესობისკენ შევცვალოთ და ეს საზოგადოების ჩართულობით გავაკეთოთ. ვფიქრობთ, იმ დამატებითი 20 ნიშნით, რაც კამპანიის ფარგლებში შევქმენით, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ მანკიერ ქცევებს და მოვუწოდებთ გახდნენ ძირეული ცვლილებების მონაწილეები", — ამბობს ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
თეგეტა ჰოლდინგის მასშტაბური კამპანია მართვის კულტურის შესახებ მათი გრძელვადიანი გეგმის მხოლოდ დასაწყისია და უახლოეს მომავალში ამ თემაზე სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას გეგმავენ.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები