12 ნაბიჯი ევროკავშირის კანდიდატობისთვის — NGO-ებმა სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს
ფოტო: ელენე ზაქაშვილი / On.ge
არასამთავრობო ორგანიზაციებ განცხადებით, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში გეგმა ადვილად განხორციელდეს 2022 წლის ბოლომდე.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკომისიამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ასოცირებული ტრიოს ორ ქვეყანას მიანიჭა, საქართველოს კი 12 პირობა და ამ პირობების შესასრულებლად 6-თვიანი ვადა მისცა.
- ქართულმა ოცნებამ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მათეული გეგმა წარადგინა და ამბობენ, რომ ამ გეგმის მიხედვით მუშაობენ.
- ოპოზიციის ნაწილი კი 12 პუნქტის შესასრულებლად კანონპროექტების შემუშავებას იწყებს.
პოლარიზაციის შემცირება: NGO-ების თქმით, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებასთან დაკავშირებით 19 აპრილის შეთანხმებაში გათვალისწინებული ორი პრიორიტეტი უნდა შესრულდეს, მათ შორის:
- 1. პარლამენტში 5 კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უნდა დაიკავონ საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა;
- 2. ერთ-ერთი მუდმივი საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე საპარლამენტო ოპოზიციის წევრი იქნება.
სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირება: NGO-ები საუბრობენ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, მეორე და მეცამე მოსმენითაც უნდა დაამტკიცოს.
- მათივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ცესკოს შემდეგი თავმჯდომარე და პროფესიული წევრები დაინიშნოს პარლამენტის ორი მესამედის მიერ, რათა უზრუნველყოფილი იქნას პოლიტიკური დეპოლარიზაცია და ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ.
სასამართლო რეფორმა: არასამთავობოების თქმით, ინკლუზიურად უნდა მოხდეს სასამართლო რეფორმის ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და განხორციელება. გეგმა ასეთია:
- განახორციელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა; დაინიშნონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრები;
- შეფასდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ყველა ბოლოდროინდელი დანიშვნა და საჭიროების შემთხვევაში გადაიხედოს დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები;
- გენერალური პროკურორის დანიშვნის წესში ცვლილების შეტანა;
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საკანონმდებლო ცვლილებების მიღება.
ანტიკორუფციული ღონისძიებები: დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ კანონპროექტი, უკვე ინიცირებულია პარლამენტში.
- მათივე თქმით, მნიშვნელოვანია სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაძლიერება.
დეოლიგარქიზაცია: განცხადების მიხედვით, 12 პუნქტის შესრულებამ ავტომატურად უნდა გამოიწვიოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ოლიგარქიული გავლენის შემცირება.
- "ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობით მთავარი პროკურორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის ახალი წესის მიღება, ასევე ანტიკორუფციული სააგენტოს გამოყოფა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან და მისი დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბებ".
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა: "სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ შესაბამისი შესაძლებლობები და რესურსები, ასევე საკანონმდებლო ბაზა, რათა ეფექტურად დაძლიონ ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული პრობლემები. ეს პირობა მოითხოვს პრაქტიკის გაუმჯობესებას".
მედიაგარემო: არასამთავრობოების განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს კრიტიკული მედია საშუალებების მიმართ მიმდინარე გამოძიებები და სასამართლო პროცესები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის მიერ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებად არის მიჩნეული.
- ასევე ეფექტურად უნდა გამოიძიოს 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენები.
- "პარლამენტმა, ფართო კონსენსუსის საფუძველზე, უნდა უზრუნველყოს მედიის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზება ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედია სერვისების დირექტივასთან".
ადამიანის უფლებათა დაცვა: დასკვნაში აღნიშნულია, რომ უნდა მოხდეს 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემა.
- "ქვეყანამ უნდა მიიღოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა".
გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა: დოკუმენტში განმარტებულია, რისი შესრულებაა ამ ხრივ დაუყოვნებლივ შესაძლებელი:
- სქესობრივი დანაშაულები, მათ შორის გაუპატიურების მუხლი, მოვიდეს შესაბამისობაში სტამბულის კონვენციასთან.
- დამტკიცდეს გენდერული ძალადობის და ოჯახში ძალადობის ახალი სამოქმედო გეგმა.
- სერვისებზე ხელმისაწვდომობისათვის გაუქმდეს ‘მსხვერპლის
სტატუსის’ მოთხოვნა.
სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა: არასამთავრობოები საუბრობენ, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის ფორმატი უფრო ეფექტური უნდა გახდეს.
- "მთავრობის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა ეროვნული დონის პოლიტიკის/სტრატეგიის დოკუმენტების და მათი სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში".
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება: NGO-ების თქმით, საქართველოს საერთო სასამართლოებისთვის უნდა მიიღონ გაიდლაინები, რომლებიც მოითხოვს ECHR პრაქტიკის პროაქტიულ გამოყენებას.
- ამბობენ, რომ ეს უნდა გაკეთდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
სახალხო დამცველის არჩევა: მათი თქმით, კანდიდატის შეთანხმება უნდა მოხდეს მრავალპარტიული კონსულტაციების გზით.
- დანიშვნა კი პარლამენტში ორმხრივი (ოპოზიციის უმრავლესობამ ასევე უნდა დაუჭიროს მხარი დანიშვნას) მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს.
დოკუმენტს ხელს 23 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.
- გეგმის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები