მაკდონალდს საქართველომ, ერთგულ მომხმარებელთა ჩართულობით, ორგანიზაცია პირველ ნაბიჯს 30 000 ლარი გადასცა
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
McHappy Day-ის ტრადიციული საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში კომპანია მაკდონალდს საქართველომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე მზრუნველ ორგანიზაცია პირველ ნაბიჯს სხვადასხვა საჭიროების უზრუნველსაყოფად და ბავშვებისთვის არსებული პირობების გაუმჯობესების მიზნით, 30 000 ლარის ოდენობის თანხა გადასცა.
აღნიშნული თანხით, რომელიც მაკდონალდს საქართველოს ერთგული მომხმარებლების მიერ პრომოაქსესუარების შეძენითა და უშუალოდ კომპანიის მიერ გაღებული ფინანსური სახსრებით შეგროვდა, დიღომში, რუსთავსა და ისანში მდებარე ორგანიზაციის სამი ფილიალი ყველა საჭირო შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება და მოეწყობა. ამასთან, რუსთავის ფილიალის აღჭურვის შედეგად, ბავშვები სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას რუსთავში უფასოდ შეძლებენ. რაც შეეხება დიღმისა და ისნის ფილიალებს, ამ ფილიალებში განახლდება სხვადასხვა სახარჯი მასალები და საჭირო ინვენტარის ნაწილი.
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
"McHappy Day-ის წლევანდელი კამპანიის მთავარი მიზანი, გასული წლების მსგავსად, სხვადასხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა გარემოს გაუმჯობესება, საზოგადოებასთან ინტეგრაცია და მათი განათლების ხელშეწყობა იყო. სიამაყით აღვნიშნავ, რომ წლების განმავლობაში კამპანიის ფარგლებში ჩვენ არაერთ ორგანიზაციას გავუწიეთ დახმარება ჩვენი მომხმარებლის უშუალო ჩართულობით და მინდა თითოეულ მომხმარებელს მადლობა გადავუხადო McHappy Day-ის ყოველწლიურ საქველმოქმედო კამპანიაში მონაწილეობისთვის. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი თანადგომით შევძლებთ გავუფერადოთ ცხოვრება ბავშვებს, ვინც დღეს ამას განსაკუთრებულად საჭიროებს. აღნიშნული თანხა მოხმარდება პირველი ნაბიჯის ბენეფიციარი ბავშვების განათლებისა და პირობების გაუმჯობესებას, ასევე საჭირო ინვენტარის შეძენას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ყოველდღიურობას და გაუფერადებს ცხოვრებას", — აღნიშნა ალექსანდრე შენგელიამ, მაკდონალდს საქართველოს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, რომელიც 13 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა, მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მაკდონალდსის რესტორნებში შეეძინათ სპეციალურად ამ კამპანიისთვის შექმნილი პრომოაქსესუარები — პირველი ნაბიჯის ბენეფიციარი ბავშვების ნახატები, რომლებიც გასაფერადებლის სახით აიკინძა, ასევე ფერადი ფანქრები, ბავშვების მიერ შესრულებული ნახატების მიხედვით დამზადებული პოსტერები და სტიკერები. სწორედ ამ ნივთების შეძენით მომხმარებელი ავტომატურად ერთვებოდა კამპანიაში, რომლის მთავარი გზავნილი წელს იყო "გაუფერადე ცხოვრება ბავშვებს".
წლევანდელი კამპანიის ოფიციალური პარტნიორი იყო კომპანია Mastercard, რომლის კონტრიბუციის შედეგად აქსესუარების გაყიდვით შემოსული თანხა მასტერქარდით გადახდის შემთხვევაში, ორმაგდებოდა.
პირველი ნაბიჯი ამ ეტაპზე ყოველთვიურად განსაკუთრებული საჭიროებების მქონე 900-ზე მეტ ბავშვს ემსახურება. ჯამურად, ორგანიზაციაში 10-მდე პროგრამა ხორციელდება. კონსულტაციისა და თერაპიის ცენტრი ადრეული ასაკის ბავშვებს და მათ მშობლებს, ხოლო დღის ცენტრისა და ბინაზე მოვლის პროგრამები 53 მძიმე ინტელექტუალური და ქცევითი დარღვევის მქონე, 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები