მსახიობი ნინო კასრაძე თეგეტა ჰოლდინგის კამპანიას შეუერთდა
ფოტო: თეგეტა
მსახიობი ნინო კასრაძე თეგეტა ჰოლდინგის ახალ კამპანიას შეუერთდა, რომელიც საგზაო მოძრაობის კულტურას ეხება და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება აქვს მიზნად დასახული.
როგორც აღმოჩნდა, ნინო კასრაძისთვის საჭესთან ჯდომა ძალიან დიდ სტრესთან ასოცირდება. ამბობს, რომ უკმაყოფილოა გარემოთი და საკუთარი თავით.
ამიტომ ჯერ თავის გამოცდილებაზე გვიამბობს — მართვის მოწმობა საკმაოდ გვიან აიღო და თანაც მაშინ, როცა დიდი ცოდნა საჭირო არ იყო. ამიტომ ბევრი რამ პრაქტიკით ისწავლა.
ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ არსებობს გარკვეული კულტურული ნორმები, რომლებიც, შესაძლოა, კანონით არ რეგულირდება, მაგრამ, როდესაც ადამიანი საჭესთან ზის, აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს მათ.
"ეს ექსტრემალური სიტუაცია გაჩვენებს საკუთარ თავს. თითქოს თავშეკავებული ადამიანი, შესაძლოა, სრულიად გაუწონასწორებელი აღმოჩნდეს საჭესთან. ამიტომ ვამბობ, რომ საჭესთან ჯდომა ავლენს შენს კულტურას. შენ შეიძლება ერთს საუბრობდე და მოუწოდებდე და საჭესთან სრულიად სხვანაირად გამოიყურებოდე, როგორც ძირითადად ხდება. ძალიან ვცდილობ, თავი შევიკავო, თუმცა არ არის ეს მარტივი", — ამბობს მსახიობი.
ასეთ კულტურულ ნორმებს შორის ნინო კასრაძისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელი საჭესთან ქალების მიმართ ბულინგი და შეურაცხყოფაა.
"როდესაც აღმართზე ადიხარ და დაღმართზე მანქანა მოდის, შეიძლება არ დაგითმოს იმიტომ, რომ ქალი ხარ".
მისთვის საგზაო მოძრაობის დროს სტრესულ გარემოს ისიც ქმნის, რომ, როგორც ამბობს, მძღოლების უმეტესობამ მართვის წესები არ იცის.
კიდევ ერთი, რაც ნინო კასრაძისთვის მიუღებელია, მანქანიდან ქუჩაში გადაგდებული ნაგავია. მისთვის ეს, ზოგადად, უკულტურობის ნიშანია. ალბათ, ძალიან ცოტა ადამიანი არსებობს, ვისთვისაც ეს მისაღებია, თუმცა, როგორც ჩანს, არც ისე ცოტა, რადგან დღეში ერთხელ მაინც ვხვდებით ასეთ ადამიანს, მანქანიდან ნაგავს რომ მოისვრის და გზას აუღელვებლად გააგრძელებს.
ნინო კასრაძე ფიქრობს, რომ ეს ნორმები მხოლოდ მაშინ შეიცვლება, როდესაც საზოგადოება თავად დაიწყებს ფიქრს, რა შეცვალოს. ამბობს, რომ თეგეტა ჰოლდინგის ეს კამპანიაც ზუსტად ამის ნაწილია.
"კომპანია ფიქრობს, მე მოვემსახურები მანქანას, მაგრამ მხოლოდ მანქანის მომსახურება ხომ არ არის? სინამდვილეში ერთი დიდი მთლიანობის ნაწილია. მართალიცაა... ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ეს. დავფიქრდეთ, დღევანდელი შენი საქციელი ხომ არ არის ხვალინდელი არასრულყოფილი საზოგადოების წინაპირობა", — ამბობს მსახიობი.
როგორ შეიძლება, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ, როგორც ქვეითმა, როგორც მძღოლმა, როგორც მგზავრმა, რომ ზოგადად შეიცვალოს ჩვენი კულტურა, რაც, ბუნებრივია, აისახება საჭესთან, საგზაო მოძრაობისას. ამ შეკითხვაზე, ალბათ, ყველა ჩვენი წარმოდგენების მიხედვით ვპასუხობთ.
"საბოლოო ჯამში, იქამდე მივდივართ, რომ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის აქტიურობა. ბოლო დროს ძალიან ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს შეკითხვას — "რა უნდა გავაკეთოთ". მე მგონია, რომ უნდა იყო ადეკვატური — რეაქცია უნდა გქონდეს, უნდა გამოხატო, უნდა ილაპარაკო. რა თქმა უნდა, არ უნდა დავხოცოთ ერთმანეთი, არ უნდა ვიჩხუბოთ, მაგრამ... და შენი თავიდან უნდა დაიწყო ყოველთვის, უნდა გამოხატო, უნდა ილაპარაკო".
საგზაო მოძრაობის კულტურა რომ გაიზარდოს, რომ დავიცვათ ის ნორმები, რომლებზეც უმეტესობა მაინც ვთანხმდებით, მაგრამ ასე ცალკე აღებულს ვერცერთ კოდექსში ვერ შევხვდებით, ეს ისევ ჩვენს ხელშია. და რთულია, აქ არ დაეთანხმო ნინო კასრაძეს — მითითებაც, საუბარიც, გამოსწორებაც, პირველ რიგში, საკუთარი თავით უნდა დავიწყოთ!
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები