თიბისის მხარდაჭერით, ფერმერები კლიმატგონივრული სისტემების დანერგვას შეძლებენ
ფერმერებისთვის ყოველდღიურობის გასამარტივებლად და აგროსექტორში ტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვის მიზნით, თიბისისა და მცირე მეტეოსადგურების კომპანია CVIG-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანი ფერმერების მრავალჯერადი დახმარებაა როგორც ფინანსური კუთხით, ისე გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით.
თიბისის მომხმარებლებს კომპანია CVIG კლიმატგონივრული სისტემების დანერგვის, ინფორმაციის გაზიარებისა და მონიტორინგის კუთხით სხვადასხვა სერვისს შესთავაზებს.
ჭკვიანი მეურნეობის სისტემები ფერმერს საშუალებას აძლევს, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღოს და საკუთარ ნაკვეთში მიმდინარე პროცესები მუდმივად აკონტროლოს. ერთ-ერთი ასეთი სისტემა EnviroMonitor-ის მცირე მეტეოსადგურებია, რომლებიც საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია ინერგება. იგი ლოკალური მიკროკლიმატის, მავნებლებისა და დაავადებათა წინასწარი პრევენციის უწყვეტი მონიტორინგისთვის გამოიყენება.
ამ სისტემების მოწყობით დაინტერესებულ ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ სოფლის განვითარების სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტით.
"კლიმატგონივრული სისტემები ახლა ინერგება ჩვენს ქვეყანაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამჟამად ისეთივე პროცესები მიმდინარეობს, როგორიც, დაახლოებით ათი წლის წინ, როცა ფერმერები აქტიურად იწყებდნენ წვეთოვანი სარწყავი სისტემების მოწყობას. ასე რომ, ტექნოლოგიებსა და ინფორმაციაზე წვდომა ამ კუთხით ჯერ კიდევ შეზღუდულია. ამიტომაც, თიბისის მიზანია, ფერმერებს გავუადვილოთ ამ სისტემების გამართვა. ჩვენ ბაზარზე შემოგვაქვს ცოდნა და ვაძლიერებთ ფერმერს, რადგან მცირე მეტეოსადგურების დახმარებით მათ საკუთარი საქმიანობის კონტროლი შეუძლიათ. ეს კი ნიშნავს გარანტირებულ მოსავალს და ფინანსების დაზოგვას”, — აღნიშნავს შოთა გონგლაძე.
კლიმატგონივრული სისტემების დანერგვა განსაკუთრებით ხელსაყრელი აგრო-სტარტაპებისთვისაა, რადგან ასე რისკები უფრო დაზღვეული იქნება და საერთო ჯამში, მეტად საიმედო პარტნიორები შეიძლება იყვნენ, როცა საქმე მათ მხარდაჭერას ეხება.
EnviroMonitor-ის დახმარებით ფერმერს ამინდზე დაკვირვება ლოკალურად შეუძლია და იგი აღარ არის დამოკიდებული მრავალი კილომეტრით დაშორებულ მეტეოსადგურზე — ყველაფერი იქვე, საკუთარ ნაკვეთშია მოწყობილი და ინფორმაციას მობილურზე, კომპიუტერზე ან პლანშეტზე იღებს.
ჰაერის ტემპერატურა, ჰაერის ტენიანობა, ქარის სიჩქარე და მიმართულება, ნალექები, მცენარეთა ფოთლის სისველე, მზის რადიაცია, მზის ჩასვლა-ამოსვლის ზუსტი დროის მაჩვენებლები, მთვარის ფაზების მონაცემები, ბარომეტრის მონაცემები, ევაპოტრანპორაცია, ნიადაგის ტემპერატურა, ტენიანობა და მარილიანობა — ამ ყველაფერზე ინფორმაციას მცირე მეტეოსადგური იძლევა.
"ჩვენ ბაზარზე 2017 წლიდან ვართ, თუმცა სისტემებზე მოთხოვნა 2020 წლიდან გაიზარდა. ჩვენი დაკვირვებით, იმ კომპანიებმა თუ ინდივიდებმა, რომლებიც მეურნეობას ამ სისტემის დახმარებით უძღვებიან, უკვე მოახერხეს საირიგაციო სისტემის დახვეწა. სისტემამ ჩაანაცვლა დამატებითი ფიზიკური ძალა და ბევრად შეამცირა აგრონომების ვიზიტები ბაღის ტერიტორიაზე. რაც მთავარია, მათ ნარგავები იდეალურ გარემოში აქვთ, შეამცირეს ქიმიკატების გამოყენება, ეს ყველაფერი კი მოქმედებს ხარისხზე, მოსავლიანობასა და ფინანსებზე”, — ამბობს ირაკლი ერაძე, კომპანია CVIG-ის მმართველი პარტნიორი.
აღსანიშნავია, რომ EnviroMonitor სისტემის გამოყენება შესაძლებელია როგორც მევენახეობა/მებაღეობისათვის, ისე სასათბურე მეურნეობებისთვის.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები