უკრაინამ ოკუპირებულ ხერსონში ხიდი დააზიანა — რა პრობლემებს უქმნის ეს რუსეთს
ფოტო: კადრი ვიდეოდან
ოკუპირებულ ხერსონში სტრატეგიული მნიშვნელობის ანტონოვსკის ხიდი უკრაინის თავდასხმის შედეგად ჩაკეტილია.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ოკუპანტები ხერსონის ოლქს მარტიდან აკონტროლებენ. კონტრშეტევა უკრაინის არმიამ რამდენიმე კვირაა დაიწყო და თავდასხმის გაძლიერებას ცდილობენ.
- ხიდი მდინარე დნეპრზე გამავალი ორი გზიდან ერთ-ერთია, რომლითაც რუსეთს შეუძლია მოამარაგოს ან გაიყვანოს თავისი ძალები.
- ანტონოვსკის ხიდს უკრაინამ 19 ივლისსაც შეუტია, თუმცა მაშინ მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიუყენებია.
- სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა ისაუბრა, რომ სამხედროები ცეცხლის ქვეშ აკონტროლებენ რუსი დამპყრობლების სტრატეგიულად მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ და სატრანსპორტო მარშრუტებს ხერსონის რეგიონში, რათა თავიდან აიცილონ მათი მომარაგება.
დეტალები: The Guardian წერს, რომ ხიდზე 18-მდე აფეთქება მოხდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის ანტისარაკეტო საჰაერო თავდაცვა, როგორც ჩანს, ვერ ახერხებს დარტყმების შეჩერებას.
- შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს ხიდის დაზიანების მასშტაბი.
რუსული მმართველობის ქვეშ დარჩენილი ხერსონის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ ამ დროისთვის ხიდი მთლიანად დაკეტილია და სატრანსპორტო მოძრაობა არ ხორციელდება. მის კომენტარს კრემლისტური მედია TASS ავრცელებს.
- მისივე თმით, ხიდს უკრაინელებმა აშშ-ის მიერ მიწოდებული სარაკეტო სისტემებიდან (HIMARS) დაარტყეს.
უკრაინა ცდილობს, დაბლოკოს გზები, რომლის გამოყენებითაც რუსეთს შეუძლია ხერსონსა თუ მის გარშემო იარაღის გადატანა.
- "ოკუპანტებმა უნდა ისწავლონ ცურვა მდინარე დნეპრზე. ან უნდა დატოვოს ხერსონი, სანამ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. შეიძლება არ იყოს მესამე გაფრთხილება", — დაწერა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.
- "ჩვენ არ ვანადგურებთ ინფრასტრუქტურას, ჩვენ ვანგრევთ მტრის გეგმებს", — თქვა სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.
- Unian-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც დღეს, 27 ივლისის დილითაა გადაღებული და ჩანს, რომ ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები