დიპლომატიური ფრონტი ერთ-ერთი მთავარი ფრონტია — რა თქვა ზელენსკიმ ელჩების გაწვევაზე
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
უკრაინული მედია წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩები გაიწვია. მათი თქმით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა, რომელშიც ელჩები გააკრიტიკა.
როგორც ზელენსკი განმარტავს, არიან ადამიანები, რომლებიც ყველასთან მუშაობენ სახელმწიფოს დასაცავად და არიან ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ "თანამდებობაზე დარჩენისთვის" მუშაობენ. სწორედ ამ დროს პრეზიდენტმა თქვა, რომ ხელი მოაწერა ასეთი ადამიანის გაწვევას და მაროკოს ელჩი დაასახელა, იქვე კი აღნიშნა, რომ უკრაინის ელჩი საქართველოდან სამშობლოში დაბრუნებულია. ეს დაბნეულობას იწვევს, რადგან ზელენსკიმ კონსულტაციებისთვის ელჩი ერთი თვის წინ გაიწვია, თუმცა ამ დრომდე იგორ დოლგოვი საქართველოში იმყოფებოდა.
"მინდა აღვნიშნო კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ. პირველი — არიან ისეთები, რომლებიც ყველასთან ერთად მუშაობენ სახელმწიფოს დასაცავად. რათა უკრაინამ ბრძოლაში მოიპოვოს თავისი მომავალი. ჩვენ ვაფასებთ თითოეული ასეთი ადამიანის შრომას და არიან ისეთებიც, რომლებიც ტყუილად კარგავენ დროს და მუშაობენ მხოლოდ თანამდებობაზე დარჩენისთვის.
დღეს ხელი მოვაწერე პირველ განკარგულებას ასეთი ადამიანის გაწვევის შესახებ. უკრაინის ასეთი ელჩის მაროკოდან. ასევე, დაბრუნებულია ელჩი საქართველოდან. მთელი პატივისცემით: არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არანაირი შეზღუდვა რუსული ბიზნესისთვის — გთხოვთ, მოძებნოთ სხვა სამუშაო", — თქვა მან.
ზელენსკიმ ვიდეოში ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატიური ფრონტი მნიშვნელოვანია და უახლოეს დღეებში ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკაში მათი წარმომადგენლების მუშაობიდან მოუთმენლად ელოდება შედეგებს.
"ასეთივე შედეგებს ველოდები სამხედრო ატაშეებისგან. დიპლომატიური ფრონტი ერთ-ერთი მთავარი ფრონტია. და ყველამ იქ უნდა იმუშაოს რაც შეიძლება ეფექტურად გამარჯვებისთვის, და ჯარის დახმარებისთვის. როგორც თითოეული ჩვენი დამცველი ბრძოლის ველზე, ისევე თითოეული დიპლომატიურ ფრონტზე", — აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის პირველ მარტს გაიწვია. მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის მიზეზი სანქციებზე "ამორალური პოზიცია" და უკრაინაში მოხალისეების წასვლაში ხელის შეშლა იყო.
საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობას ანდრეი კასიანოვი ასრულებს. სპეციალურ ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ ზელენსკი კონსულტაციებზე გაწვეულ ელჩთან სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, უკრაინაზე საქართველოს პოზიციას განიხილავდა.
ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოშია. ის რამდენჯერმე იმყოფებოდა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსნოვის პატივსაცემად გამართულ აქციაზე.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ
გადახედვა
-
TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა
გადახედვა
-
სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ
გადახედვა
-
ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს
გადახედვა
-
სიცილიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს სიცილიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს
გადახედვა
-
სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა
გადახედვა
-
გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა
გადახედვა
-
პროკურორი: რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ სუს-ში მიდიოდა და თანხას გრიგოლ ლილუაშვილს გადასცემდა პროკურორი: რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ სუს-ში მიდიოდა და თანხას გრიგოლ ლილუაშვილს გადასცემდა
გადახედვა
-
რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება
გადახედვა
-
მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე
გადახედვა
-
5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები 5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები
-
სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან
გადახედვა
-
ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან
გადახედვა
-
თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
-
ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს
გადახედვა
-
იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს
გადახედვა
-
"რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა "რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
კომენტარები