როდესაც პრეზიდენტი აკეთებს განცხადებას, ეს ვერ იქნება განხილული, როგორც ქვეყნის პოლიტიკური კურსი — კობახიძე
ფოტო: გვანცა სეთურიძე/On.ge
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც პრეზიდენტი აკეთებს რაიმე განცხადებას, ეს ვერ იქნება განხილული, როგორც ქვეყნის პოლიტიკური კურსი. მისივე თქმით, რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, ეს მისი პირადი აზრია.
"ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა და მთავრობა იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მთავრობა განსაზღვრავს პოლიტიკას პარლამენტთან ერთად, ანუ პარლამენტი და მთავრობა განსაზღვრავენ და ახორციელებენ პოლიტიკას. აქ ერთი რამის დაფიქსირება არის მნიშვნელოვანი, როდესაც პრეზიდენტი აკეთებს რაიმე განცხადებას, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება განხილული, როგორც ქვეყნის პოლიტიკური კურსი. ქვეყნის პოლიტიკურ კურსს განსაზღვრავენ პარლამენტი და მთავრობა და ეს კურსი გამოხატულია მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტისა და მთავრობის განცხადებებში, შესაბამისად რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, ეს მისი პირადი აზრია", — განაცხადა კობახიძემ POS TV-ს ეთერში.
მისივე თქმით, როდესაც ზურაბიშვილმა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი შეიყვანა სხდომათა დარბაზში, არად ჩააგდო პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიური უფლება.
"შემაშფოთებელი არის ის, რომ მეტნაკლებად კონსტიტუციის ჩარჩოებში მოქმედებდა სისტემა გასული სამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში. როდესაც გართულდა ვითარება, რეგიონულ კონტექსტს ვგულისხმობ, მაშინ გაჩნდა რატომღაც, ეს უცნაურიცაა და სამწუხაროც, კონსტიტუციის მიღმა მოქმედების ტენდენცია. ასეთი არაერთი შემთხვევა იყო, ასეთი შემთხვევა იყო ელჩებთან დაკავშირებით, ასეთი შემთხვევა იყო ვიზიტებთან დაკავშირებით და ასეთი შემთხვევა იყო საქართველოს პარლამენტში, როდესაც პრეზიდენტმა არად ჩააგდო პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიური პრეროგატივა, მას დაუმალა კონკრეტული ქმედება, კერძოდ ის, რომ შემოჰყავდა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სხდომათა დარბაზში.
კონსტიტუცია ანიჭებს პარლამენტის თავმჯდომარეს ექსკლუზიურ უფლებას, რომ განაგოს ყველაფერი პარლამენტის სხდომათა დარბაზში. არათუ შეთანხმება, ინფორმირებაც კი არ მომხდარა, მინიშნების დონეზეც კი არ იყო არაფერი ნათქვამი ამასთან დაკავშირებით", — ამბობს კობახიძე.
15 მარტს მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ აპირებს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და პრეზიდენტის მხრიდან "კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება" მოითხოვოს. ამას წინ უძღოდა პარლამენტში პრეზიდენტის კრიტიკულ გამოსვლა, რასაც მმართველმა გუნდმა კრიტიკული ფეისბუქპოსტით უპასუხა.
პარტიის პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და ზურაბიშვილს შორის, სადაც მას არაერთგზის განემარტა კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, მათი თქმით, უშედეგოდ.
-
მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ
გადახედვა
-
TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა
გადახედვა
-
სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ
გადახედვა
-
ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს
გადახედვა
-
სიცილიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს სიცილიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს
გადახედვა
-
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას! ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
გადახედვა
-
გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა
გადახედვა
-
პროკურორი: რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ სუს-ში მიდიოდა და თანხას გრიგოლ ლილუაშვილს გადასცემდა პროკურორი: რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ სუს-ში მიდიოდა და თანხას გრიგოლ ლილუაშვილს გადასცემდა
გადახედვა
-
რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება
გადახედვა
-
5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები 5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები
-
ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან
გადახედვა
-
თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
-
ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს
გადახედვა
-
იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს
გადახედვა
-
"რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა "რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
კომენტარები