ბავშვებიც ნეონაცისტები არიან? — ზელენსკი პუტინს
ფოტო: Офіс Президента України
"ბავშვებიც ნეონაცისტები არიან?" — ასე მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს და ყველა პროპაგანდისტს, რომელიც უკრაინაში ომს "ნეონაცისტებთან ბრძოლას" უწოდებს. მან დასვა კითხვა, რატომ მიმდინარეობს ომი უკრაინელი ბავშვების წინააღმდეგ და რატომ იბომბება საბავშვო ბაღები.
"ეს რა ომია საბავშვო ბაღში უკრაინელი ბავშვების წინააღმდეგ? ვინ არიან ისინი? ისინიც ნეონაცისტები არიან საბავშვო ბაღიდან? თუ ნატოს ჯარისკაცები არიან, რომლებიც რუსეთს ემუქრებიან? მოკლული და დაჭრილი ბავშვები არის განაჩენი", — განაცხადა მან.
ზელენსკის თქმით, ოკუპანტებს უწევთ გამოიგონონ აბსურდული "გამართლებები" თავიანთი ქმედებებისთვის, რომ რამე მაინც თქვან.
"არ არსებობს და ვერ იარსებებს ისეთი სიმართლე, რომელიც ახსნის, რატომ ბომბავენ საბავშვო ბაღებს და დასახლებებს სარაკეტო არტილერიიდან", — განაცხადა მან.
მას შემდეგ, რაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა, პუტინმა თქვა, რომ "მათ დასაცავად" ჯარებს შეიყვანდა და მალევე უკრაინაში ომი დაიწყო. თავად პუტინი და მისი პროპაგანდისტები ამ ომს სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებენ.
კრემლში ამტკიცებენ, თითქოს მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ ესხმიან, რაც ტყუილია— იბომბება დასახლებები, ბაღები, სკოლები, საავადმყოფოები. რუსეთმა უკრაინას სხვადასხვა ტერიტორიიდან შეუტია და ახლა საომარი მოქმედებები ქვეყნის არაერთ რეგიონსა და ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის, კიევის ოლქთან. ორივე მხარეს არის დანაკარგები — დაიღუპა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო პირი. რუსული ჯარები ცდილობენ ხელში ჩაიგდონ მნიშვნელოვანი ობიექტები, უკრაინა მათ წინააღმდეგობას უწევს. სამხედრო მოქმედებებს თან ახლავს კიბერშეტევები, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ტალღა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში ჯერ სამხედრო მდგომარეობა, შემდეგ კი საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და თქვა, რომ იარაღს მისცემენ ყველას, ვისაც ქვეყნის დაცვა ენდომება. ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა პარტრნიორებს დახმარებისა და სერიოზული ნაბიჯების გადადგმისკენ და აღნიშნა, რომ ომი არამხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაშია.
ევროკავშირმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, იაპონიამ, ავსტრალიამ, სამხრეთ კორეამ, ტაივანმა, ახალმა ზელანდიამ, გერმანიამ რუსეთს სანქციები დაუწესეს, რომელიც მოიცავს ფინანსურ შეზღუდვებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რუსულ ელიტაზე, ოლიგაქრებზე, მსხვილ ბანკებზე, ავიაკომპანიებზე. უკრაინა უფრო ეფექტური ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
ირაკლი კობახიძე: საბოტაჟს და ექსტრემიზმს კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირდეს ირაკლი კობახიძე: საბოტაჟს და ექსტრემიზმს კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირდეს
გადახედვა
-
Volvo Cars EMEA — ვოლვო ქარ კავკასიამ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა Volvo Cars EMEA — ვოლვო ქარ კავკასიამ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა
-
ქვიზი: გამოიცანი სამშენებლო ხელსაწყო ქვიზი: გამოიცანი სამშენებლო ხელსაწყო
-
ქარიშხლიანი უღელტეხილი და ტოქსიკური ბოიფრენდის დაბადება ქარიშხლიანი უღელტეხილი და ტოქსიკური ბოიფრენდის დაბადება
გადახედვა
-
ხელისუფლების არაღიარება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება და 3 წლით პატიმრობით დაისჯება — "ოცნების" ახალი ინიციატივა ხელისუფლების არაღიარება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება და 3 წლით პატიმრობით დაისჯება — "ოცნების" ახალი ინიციატივა
გადახედვა
-
საია ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული პირების სახელით სამართალწარმოებას იწყებს საია ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული პირების სახელით სამართალწარმოებას იწყებს
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი: მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ საქართველოზე უკვე იყო საუბარი სახდეპში და იგეგმება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მაკა ბოჭორიშვილი: მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ საქართველოზე უკვე იყო საუბარი სახდეპში და იგეგმება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა
გადახედვა
-
სტუდიო ლიბერთი და Flitz Collective წარმოგიდგენთ — Moby 2026! სტუდიო ლიბერთი და Flitz Collective წარმოგიდგენთ — Moby 2026!
-
აღმოაჩინეს ცილის მექანიზმი, რომელსაც ტვინის გაახალგაზრდავება შეუძლია აღმოაჩინეს ცილის მექანიზმი, რომელსაც ტვინის გაახალგაზრდავება შეუძლია
გადახედვა
-
გალაქტიკის ცენტრიდან სიგნალი მოდის, რომლითაც შეიძლება აინშტაინის ფარდობითობის თეორია გამოცადონ გალაქტიკის ცენტრიდან სიგნალი მოდის, რომლითაც შეიძლება აინშტაინის ფარდობითობის თეორია გამოცადონ
გადახედვა
-
გია ვოლსკი: "ილიას უნივერსიტეტის გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა გააჩნიათ" გია ვოლსკი: "ილიას უნივერსიტეტის გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა გააჩნიათ"
გადახედვა
-
AI ფსიქოზი: როგორ კარგავენ ადამიანები რეალობას ჩატბოტებთან საუბრით AI ფსიქოზი: როგორ კარგავენ ადამიანები რეალობას ჩატბოტებთან საუბრით
გადახედვა
-
გიორგი სანიკიძე: ირანული მხარე "გვაზეიმებს“ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას და ხელისუფლებას რეაქცია არ აქვს გიორგი სანიკიძე: ირანული მხარე "გვაზეიმებს“ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას და ხელისუფლებას რეაქცია არ აქვს
გადახედვა
-
რატომ ზღუდავს რუსეთი Telegram-ზე წვდომას? რატომ ზღუდავს რუსეთი Telegram-ზე წვდომას?
გადახედვა
-
ჩინეთმა მთვარის ხომალდი და რაკეტა გამოცადა — მათ სურთ, მთვარეზე დაშვება აშშ-ს დაასწრონ ჩინეთმა მთვარის ხომალდი და რაკეტა გამოცადა — მათ სურთ, მთვარეზე დაშვება აშშ-ს დაასწრონ
გადახედვა
-
ლევან ჯაგველაძის საქმის პროკურორის თქმით, ოთარ ფარცხალაძეზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებისთვის შესაბამის ორგანოს მიმართეს ლევან ჯაგველაძის საქმის პროკურორის თქმით, ოთარ ფარცხალაძეზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებისთვის შესაბამის ორგანოს მიმართეს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: მე პოლიტიკურ პარტიას ვერ შევქმნი, ჩემთვის ეს დრო დასრულებულია სალომე ზურაბიშვილი: მე პოლიტიკურ პარტიას ვერ შევქმნი, ჩემთვის ეს დრო დასრულებულია
გადახედვა
-
დისნეის ფიფქია ჩავარდა — სტუდიამ $170 მილიონი იზარალა დისნეის ფიფქია ჩავარდა — სტუდიამ $170 მილიონი იზარალა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს
გადახედვა
-
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: "აშშ საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: "აშშ საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის"
გადახედვა
-
"ოცნებამ" ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში შექმნილ ექსპერტთა მისიაში თავისი ექსპერტი არ წარადგინა "ოცნებამ" ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში შექმნილ ექსპერტთა მისიაში თავისი ექსპერტი არ წარადგინა
გადახედვა
კომენტარები