ელენე ხოშტარია

25 Feb. 2022, 13:39

ქართული ოცნება უკრაინას მხარს არ უჭერს, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა და სისულელეა მოლოდინი, რომ რამეს მიუერთდებიან და მოუერთდებიან. თან იტყუებიან, რომ ამით ომს გვარიდებენ. რეალურად, რა წამს რუსეთს მოუნდება და დასჭირდება, მაშინ შემოვა და არც წინააღმდეგობას გაუწევენ ესენი. მეტიც, რუსეთმა სუვერენიტეტი რომ მოგვთხოვოს დამატებით, იმასაც მისცემენ. მთავრობა გვყავს პრორუსი, წერტილი.

1. უნდა შევცვალოთ. ვაიძულოთ რეზოლუცია და ვაიძულოთ რამე, არის ილუზია. ამიტომ მგონია ეს საპარლამენტო პროცესი ფიქცია.

2. სანამ შევცვლით, ინიციატივა ავიღოთ უკრაინის საკითხში და ჩვენ ვიაქტიუროთ. უცხოელებთან, პროპაგანდის წინააღმდეგ, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, სოლიდარობის ჩვენებისთვის.

ასე ეხმაურება დროას ლიდერი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველო რუსეთის ეკონომიკურ და ფინანსურ სანქცირებაში მონაწილეობას "არ აპირებს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…