იგორ დოლგოვი

24 Feb. 2022, 18:36

დღეს ჩვენ დავიწყეთ ცხოვრება სხვა რეალობაში, იმ რეალობაში, რომელშიც არ არის მსოფლიო წესრიგი, არ არის საერთაშორისო სამართალი და არ არის პატივისცემა სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი [...] მოლაპარაკებების დრო დასრულდა, ჩემს სახელმწიფოში დაიწყო ომი. ჩვენ დაჟინებით ვმუშაობდით, რომ ყველანაირი საკითხი გადაგვეწყვიტა ცივილიზებური და დიპლომატიის გზით.

სამწუხაროდ, დღეს მთელი მსოფლიო ხედავს, რომ არსებობს ცივილიზებული სამყარო და არსებობს ერთი სახელმწიფო, რომელიც ყურადღებას არ აქცევს საერთაშორისო თანამეგობრობის გადაწყვეტილებებს, თავის თავს აძლევს ნებას, რომ დაარღვიოს საერთაშორისო ნორმები და განახორციელოს შეიარაღებული აგრესია. თავიდანვე, დილის 5 საათიდან უკვე გასაგები გახდა, რომ ეს არ არის სამშვიდობო ოპერაცია, როგორც პუტინს უნდოდა ეჩვენებინა, ეს არის ნამდვილი ომი [...]

ომი არის მსხვერპლი, ადამიანური მსხვერპლი. და ჩვენ ვკარგავთ ჩევნს ჯარისკაცებს, ოფიცრებს, დამცველებს. ისინი გმირები არიან და ჩვენთან ამბობენ, რომ გმირები არ კვდებიან. დიდება უკრაინას, დიდება გმირებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი

ხელოვნური ინტელექტის (AI) წამყვანი კომპანიების ლიდერებისა და მკვლევრების გაფრთხილებებმა, რომ ტექნოლოგიამ შეიძლება…