სალომე ზურაბიშვილი

24 Feb. 2022, 15:50

დღეს საკითხი ეროვნული თანხმობის ერთი და მხოლოდ ერთი, ეს არის უკრაინა და ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ. უკრაინისთვის დღევანდელი დღე ტრაგიკულია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყველაფერი იღონა, ვერ აიცილა თავიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია. დღეს, როცა იგი ცდილობს გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ვითარებას, საქართველო მის გვერდით დგას. ეს დღე, ასევე, ტრაგიკულია საქართველოსთვის და ყველა მშვიდობისმოყვარე დემოკრატიული ერისთვის ევროპასა და მსოფლიოში, რამეთუ ომი ევროპის ომში გაჩაღდა ყველანაირი დიალოგის მცდელობის მიუხედავად.

როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტი ქვეყნისა, რომელმაც ასეთივე აგრესია განიცადა, მინდა გამოვუცხადო უკრაინის პრეზიდენტს , მთავრობას და ხალხს ჩვენი სრული სოლიდარობა. მინდა პატივი მივაგო იმ უკრაინელ ჯარისკაცებს და მოქალაქეებს, რომლებიც შეეწირნენ დღეს თავიანთ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას.

უნდა შევუერთდე გაეროს გენერალური მდივნისა და ყველა სხვა ლიდერის დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებას.

მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, პოლიტიკურ სპექტრს, უმრავლესობას, ოპოზიციას, მთავრობას, დღეს, როგორც არასდროს, ჩვენთვისა და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება. ძალა ერთობაშია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე

არასამთავრობო ორგანიზაციები მსჯავრდადებული გიორგი დავითაძის სავარაუდო გაუპატიურების საქმეზე განცხადებას…