ელენე ხოშტარია

18 Nov. 2021, 23:40

მე ახლა ვიქნებოდი ბევრად უფრო ცუდად, მიუხედავად 16 დღიანი შიმშილობისა, რომ მე ახლა არ ვშიმშილობდე და ჩემს მაქსიმუმს არ ვდებდე იმაში, რომ ჩვენ არ ვიყოთ არ მდგომარეობაში. მე ახლა რომ ვიყო ტელევიზორთან უბრალოდ და ვფიქრობდე, რომ ღმერთო, რა ვქნა, ძალიან ცუდად ვიქნებოდი. ჩემს შვილს მერე რა ვუთხრა, რომ ადამიანს კლავდნენ და მე რა ვქენი? ან ადამიანს კლავდნენ და მე მაქსიმუმი ვქენი? ეს კითხვა მართლა მჭამს და მე მგონია, რომ ბევრ ადამიანს ჭამს.

ნურავის ნუ ჰგონია, რომ მაინცდამაინც შიმშილობაა აუცილებელი ფორმა, მით უმეტეს, არანაირად კარგი არ არის, უბრალოდ, მე ასე გადავწყვიტე. ყველას შეუძლია ეს პროტესტი, აბსოლუტურად სხვადასხვა ფორმით. ბევრი ამას აკეთებს კიდევაც და ეს არის გამოსავალი.

რა თქმა უნდა, ხვალ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და არა მარტო, კოალიციურის, ოპოზიციური პარტიების მხრიდან შეკრება არის უმნიშვნელოვანესი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვჩნდეთ ადამიანები, ვინც ვიტყვით, რომ ამას არ ვეგუებით. ჩვენ საბრძოლველი მერეც ბევრი გვექნება, სამწუხაროდ, აქციების რეჟიმიდან მალე ვერ გამოვალთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…